logo_geo
მეცნიერები: ყორნებს მომავლის დაგეგმვა შეუძლიათ
- +

15 ივლისი. 2017. 23:28




ყორანს შეუძლია ხანგძლივი გეგმის აწყობა და სიტუაციის შესაბამისად, მისი შეცვლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ინტელექტუალურ სიახლოვეს პრიმატსა და ადამიანებთან. კვლევას ვრცლად გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.


მიიჩნევა, რომ ყველაზე ჭკვიანი ფრინველი ახალკალედონიური ყორანია (Corvus moneduloides). ეს ფრინველები, ადამიანებთან და ზოგიერთ პრიმატთან ერთად ცხოველების „ელიტარულ კლუბში" შედიან, რომელსაც შეუძლიათ თავისით მოამზადონ და გამოიყენონ სამუშაო ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყორანი არის ერთადერთი არსება ადამიანის გარდა, რომელსაც შეუძლიათ „ფალსი", სინამდვილისგან გაარჩიოს, როდესაც მათზე ნადირობას ცდილობენ.


შვედეთის უნივერსიტეტის მეცნიერის, მატიას ოსვატის გუნდმა დაადგინა, რომ ყორანი საკმაოდ შურისმაძიებელი ფრინველია - მათ შეუძლიათ დაიმახსოვრონ კონკრეტული ადამიანების სახე და მათთან დაკავშირებული დადებითი ან უარყოფითი მოვლენები.


ამ ფენომენის აღმოჩენის შემდეგ, ოსვატი და მისი კოლეგები დაფიქრდნენ, რამდენად შეეძლო ფრინველს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. ამისათვის ყორნებს სპეციალური თავსატეხი მუფიქრეს, რომლის გადაწყვეტა ფრინველს კონკრეტული ინსტრუმენტით შეეძლო.


ფრინველს ორი არჩევანი ჰქონდა - ერთი თავსატეხის გადაწყვეტის შემთხვევაში, ის საჭმელს ღებულობდა, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ ერთ ინსტრუმენტს. თითქმის ყველა ყორანი, გამოცანის მთავარ შინაარს ჩაწვდა და მიხვდა, რომ კიდევ ერთი ინსტრუმენტის მიღებით, უფრო მეტ საკვებს მიიღებდა.


მეცნიერის თქმით, ეს ამტკიცებს იმ თეორიას, რომ ყორნები არამხოლოდ დღევანდელით ცხოვრობენ, არამედ შეუძლიათ მომავლის გათვლაც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი