პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ბედნიერება ყველასათვის განსხვავებულია. ზუსტი რეცეპტი ბუნებრივია არ არსებობს, თუმცა მეცნიერები მაინც ცდილობენ დაადგინონ ის თვისებები, რომლებიც ადამიანებს თავს ბედნიერად აგრძნობინებს.
1. ბედნიერი ადამიანები ბერ ფულს, მეტ დროს ამჯობინებენ
მეცნიერების კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Sage-ში გამოქვეყნდა, ბედნიერი ადამიანები ამჯობინებენ ჰქონდეთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის, ვიდრე ბევრი ფული.
2. თუმცა, ისინი თავს ფინანსურადაც კომფორტულად გრძნობენ
ბედნიერი ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ ზუსტად იმდენი ფული, რამდენიც მათი კომფორტისთვისაა საჭირო. ისინი არ ფიქრობენ ბიზნესმენებივით და არ ცდილობენ, მეტი და მეტი ფულის შოვნას. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნონ.
3. ისინი ფულს მხოლოდ საჭირო ნივთებზე ხარჯავენ
ასეთი ადამიანები ცდილობენ ფული მხოლოდ იმ ნივთებზე დახარჯონ, რაც ბედნიერებას მოუტანთ. ისინი ფულს მოგზაურობასა და პირად სიამოვნებაზე ხარჯავენ, თუმცა ამავდროულად იციან ფულის ყადრი.
4. მათ აქვს სტაბილური ურთიერთობები
ისინი საკუთარ ბედნიერებას სტაბილურ ურთიერთობებში ხედავენ და ცდილობენ შესაფერისი მეორე ნახევარი იპოვონ.
5. ისინი ხშირად თვლემენ
როგორც მეცნიერები ამბობენ, კარგ ძილთან ერთად საჭიროა, დროგამოშვებით თვლემაც. მეცნიერების დასკვნით, ადამიანები, რომლებიც ხშირად თვლემენ, უფრო ბედნიერები არიან.