logo_geo
ახალგაზრდები, რომელთაც სოციალურ ქსელში ფოტოებს არავინ „ულაიქებს“, ნეგატიური ემოციებით იტვირთებიან
- +

19 ივლისი. 2017. 22:06



ორგანიზაცია Ditch the Label-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური მედია ახალგაზრდებს უფრო და უფრო მეტ ნეგატიურ ემოციებს აღუძრავს.


გამოკითხულთა 40%-ის თქმით, ისინი ცუდად გრძნობენ თავს, როცა მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს არავინ „ულაიქებთ".


რესპონდენტთა 35%-ის განმარტებით, მათი შინაგანი მდოგმარეობა და გაბედულობა პირდაპირ უკავშირდება სოცულურ ქსელში მათ გამომწერთა და მეგობართა რაოდენობას.


გამოკითხულთა ყველაზე დიდმა რაოდენობამ ასეთ პლატფორმად, პირველ რიგში, Instagram დაასახელა.


კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა 12-დან 20-წლამდე მყოფი 10 000-ზე მეტი ახლაგაზრდა გამოკითხეს.


გამოკითხულთა 70% აღიარებს, რომ ისინი სხვების წინააღმდეგ ხშირად მიმართავენ კიბერბულინგს. 17%-ის განცხადებით, ისინი თავად არიან მასობრივი კიბერბულინგის მსხვერპლნი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი