logo_geo
უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა
- +

4 დეკემბერი. 2016. 15:02



ალბათ ბევრს გაუგია ადამიანი, სახელად იანუშ კორჩაკი... მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი სახელი წარმოუდგენელ მსხვერპლთან და ჰუმანიზმთან ასოცირდება. კორჩაკი იყო ცნობილი პედაგოგი, ექიმი და მწერალი.


ამ საოცარმა ადამიანმა სამჯერ განაცხადა უარი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე. პირველად ეს პოლონეთის ოკუპაციის წინ, ნაცისტებთან ომის დასაწყისში მოხდა, როცა იანუშმა გადაწყვიტა არ წასულიყო საზღვარგარეთ, რათა არ დაეტოვებინა „ობოლთა თავშესაფარი" ბედის ანაბარად. მეორედ - როცა მტკიცე უარი განაცხადა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე.


მესამეჯერ კი მაშინ, როცა „ობოლთა თავშესაფრის" აღსაზრდელები უკვე ასულები იყვნენ ბანაკში მიმავალი მატარებლის ვაგონში. მოულოდნელად კორჩაკთან ესეს-ის ოფიცერი მივიდა და შეეკითხა:

 

- ეს თქვენ დაწერეთ „მეფე მათიუშ პირველი"? ბავშვობაში წავიკითხე. კარგი წიგნია. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით.

 

- ბავშვები?

 

- ბავშვები წავლენ. მაგრამ თვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ვაგონიდან.

 

- ცდებით. არ შემიძლია. ყველა ადამიანი არაა ნაძირალა.


რამდენიმე დღის შემდეგ ტრელინკის საკონცენტრაციო ბანაკში იანუშ კორჩაკი თავის ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ კორჩაკს ხელში აყვანილი მიჰყავდა ორი პატარა, რომლებიც ვერაფერს ხვდებოდნენ, და ჩურჩულით უყვებოდა ზღაპარს.


ალბათ მეტი აღარაფერის თქმა არ არის საჭირო იანუშ კორჩაკზე. ეს ისტორია გაცილებით მეტ რამეს ამბობს მასზე, ვიდრე ნებისმიერი მჭერმეტყველება...


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი