logo_geo
ვეგეტარიანული დიეტის საშიში ტიპი დასახელდა
- +

21 ივლისი. 2017. 00:15



აშშ-ში მეცნიერებმა ვეგეტარიანული დიეტის ის რეჟიმი დაასახელეს, რომლის დაცვაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შესაბამისი კვლევის მოკლე ვერსიას ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯი აქვეყნებს.


სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ საკვებში მარცვლეულის შაქრის დიდი ოდენობით შემცველ პროდუქტებთან ერთად გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.


ამ დასკვნამდე მკვლევარები სამი სახეობის დიეტის განხილვის დროს მივიდნენ. პირველი მცენარეული და ცხოველური პროდუქტების გამოყენებას უშვებდა, მეორე - მთლიან მარცვლეულს, კენკრას, ბოსტნეულს და ხილს. მესამე სახეობის კვების რეჟიმიც ვეგეტარიანული იყო, თუმცა იქ დაიშვებოდა დამუშავებული მარცვლეული, შემწვარი კარტოფილი და დამტკბარი სასმელი.


სპეციალისტები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 200 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაავადებული იყვნენ გულის იშემიით, სიმსივნით, ან გადატანილი ჰქონდათ ინსულტი.


დაკვირვების პროცესში, დაახლოებით 9 ათას მონაწილეს განუვითარდა გულის იშემია. ყველაზე კარგი შედეგები ადამიანთა იმ ჯგუფს აღმოაჩნდა, რომლებიც კვების მეორე რეჟიმს იცავდნენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი