logo_geo
რატომ აქვთ ჩვენი მორაგბეთა ნაკრების წევრებს ზურგზე გამოსახული ვაზის კალამი
- +

4 დეკემბერი. 2016. 16:15



მოგეხსენებათ, ჩვენს „ბორჯღალოსნებს" კვართის ზურგზე აქვთ გამოსახული ვაზის კალამი. ახლა დავაზუსტოთ, თუ რატომ აქვთ ჩვენი ნაკრების წევრებს ზურგზე გამოსახული ვაზის კალამი.


იგი განასახიერებს უძველესი წყაროებიდან მოღწეულ ქართულ მხედრულ წესს, რომლის მიხედვითაც, ქართველი მეომრები უთანასწორო ბრძოლაში შესვლამდე ზურგზე ვაზის კალამს იკიდებდნენ, რადგან სწამდათ, რომ თუ მათ თავიანთი თანამოძმეები ვერ დაასაფლავებდნენ, მაშინ თვითონ გაენაყოფიერებინათ დედა სამშობლო, მტერი კი ვერ ხვდებოდა, რომ ზურგს უკან სიკვდილის ველს კი არა, მშვენიერ ვენახს ტოვებდა, რომელიც 3 წლის მერე ქვრივ-ობლებს ნიშანს მისცემდა, „აქა ვართ, არსად წავსულვართ და თქვენთან ვბრუნდებით, სისხლად და ხორცად, ღვინის სულად და მარადისობის უძლეველობადო".


 

big_banner
არქივი