logo_geo
„სიყვარულს ასაკი და დრო არა აქვს" - როგორ იქცა მოხუცი წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ!
- +

21 ივლისი. 2017. 22:03



რამდენიმე დღის წინ მედიაში მოხუცი წყვილის ფოტოები გავრცელდა. რუსი ფოტოგრაფის ირინა ნედიალკოვას ფოტოსესიამ სოციალური ქსელი მალევე მოიცვა. მოხუცი წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ფოტოებზე ელია და კარლ ფრედრიკსენი არიან აღბეჭდილები. მათი ფოტოები საკმაოდ რომანტიულია, კადრებზე წყვილის ემოციები და ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება იგრძნობა.


„სიყვარულს ასაკი და დრო არა აქვს", - ასეთია სოციალური ქსელის მომხმარებლების შეფასება. გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აღნიშული ფოტოები ბოლო დღეებში ყველაზე პოპულარულია.


​ფოტოგრაფი ირინა ნედიალკოვა საოჯახო და საბავშვო ფოტოგრაფად ითვლება. მოხუცი წყვილის გადაღების გამოცდილება აქამდეც ჰქონია, თუმცა ბოლო გადაღებით ნამდვილად მიზანში გაარტყა და შეძლო აუდიტორიისათვის საკუთარი თავი გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი