logo_geo
NASA პლუტონისა და ქარონის თავზე გადაფრენის ვიდეოს აქვეყნებს
- +

22 ივლისი. 2017. 03:11



2015 წლის ივლისში, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა სამშობლოში პლუტონისა და მისი მთვარეების პირველი ყველაზე ახლო ხედები გამოაგზავნა - გასაოცარი გამოსახულებები, რომლებმაც ბევრს დააწყებინა ფიქრი, თუ როგორ გამოჩნდებოდა ამ შორეული, ყინულოვანი სამყაროს ზედაპირი მის თავზე გადაფრენისას.


ფიქრი რეალობად იქცა. პლუტონისა და მისი მთვარე ქარონის შესახებ New Horizons-ის მიერ შეგროვილი მონაცემებისა და ციფრული ელევაციის მოდელების გამოყენებით, მისიის მეცნიერებმა პლუტონზე გადაფრენის ვიდეო შექმნეს, რომელიც მრავალ ახალ თვალწარმტაც პერსპექტივას გვთავაზობს პლუტონზე აღმოჩენილი ბევრი უჩვეულო მახასიათებლის შესახებ, რომელთაც ფორმა უცვალეს პლუტონის სისტემის ჩვენეულ ხედვას.


დრამატული გადაფრენა პლუტონის თავზე, იწყება სპუტნიკ-პლანიტიის მაღლობებიდან. სპუტნიკ-პლანიტია აზოტის ყინულის ვრცელი განფენილობაა, რომელიც შორიდან გულის ფორმას იღებს და ხშირად, ამ ლაქას „პლუტონის გულსაც" უწოდებენ. მაყურებელი პირველად ამ ვაკის დასავლეთ კიდესთან ჩაივლის, სადაც ის ესაზღვრება მუქ, კრატერებიან ზედაპირს - კთულჰუ-მაკულას, რომლის მარჯვნივ არსებულ ვაკეზე გადაჭიმულია ქედების ჯაჭვი. ამის შემდეგ, ტური ჩრდილოეთით მიემართება, ვოიაჯერ-ტერას უსწორმასწორო მაღლობების თავზე, შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით ინაცვლებს, პიონერ-ტერას თავზე, სადაც მრავლადაა ფართო და ღრმა ორმოები. უკვე ამის შემდეგ, ტური აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება - ტარტარუს-დორსას ღარტაფების თავზე.


არანაკლებ ამაღელვებელი გადაფრენა პლუტონის მთვარის - ქარონის თავზე იწყება იმ წერტილიდან, სადაც მას New Horizons-ის ყველაზე მეტად მიუახლოვდა, შემდეგ კი ეშვება სერენიტი-ჩასმას ფართო, ღრმა კანიონში. ხედი გრძელდება ჩრდილოეთით, გადაუვლის დოროთი-გეილის კრატერსა და მორდორ-მაკულას ბნელ პოლარულ ქუდს. ამის შემდეგ, ფრენა სამხრეთით ინაცვლებს, გადაუვლის ბრტყელ ეკვატორულ ვაკეებსა და კლარკ-მონტის მთებს.





უკეთ წარმოჩენის მიზნით, ვიდეოში ტოპოგრაფიული რელიეფი 2-3-ჯერაა გაზრდილი. მომატებულია პლუტონისა და ქარონის ზედაპირის ფერებიც.


 


ციფრული გარუკვა და რენდერი ჰიუსტონის უნივერსიტეტის პლანეტური და მთვარეების ინსტიტუტის მკვლევრებმა - პოლ შენკმა და ჯონ ბაკველმა გააკეთეს. პლუტონის სისტემის ყველა მახასიათებლის სახელი არაოფიციალურია.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი