logo_geo
კალორიული საკვების მიღებისთვის შესაფერისი დრო დასახელდა
- +

23 ივლისი. 2017. 02:16



აშშ-ს ლომ-ლინდის უნივერსიტეტის მეცნიერბი აცხადებენ, რომ დღის რაციონიდან კალორიების დიდი წილი საუზმეზე უნდა მოდიოდეს, მინიმალური კი - ვახშამზე. ამ კვლევის შესახებ The Telegraph წერს.


ამ დასკვნამდე სპეციალისტები 50 ათას ადამიანზე დაკვირვებითა და კვების დროის მიხედვით, კალორიულობის შეფასებით მივიდნენ. მათ, ვინც მსუყე საუზმეს მიირთმევდნენ, სხეულის მასის დაბალი და სტაბიულური ინდექსი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენებს.


მკვლევარების აზრით, კალორიული საუზმე დღის განმავლობაში კვების სურვილს ამცირებს, რის გამოც მას აღარ უხდება ფასთ ფუდის ჭამა. ამას გარდრა, რეგულარული მსუყე საუზმე სისხლში ცხიმის ოდენობას ამცირებს და ინსულინის მიმართ მგრძნობელობას აუმჯობესებს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი