logo_geo
„პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა!“- ფინელი გოგონას წერილი ღმერთს
- +

4 დეკემბერი. 2016. 23:01



6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის.


ფინეთში, „არასწორი მისამართის" მქონე წერილების გახსნის უფლება აქვს მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს. ასე, რომ წერილი მისამართით „ბატონო ღმერთო"  წაიკითხა ურჰო კალევა კეკონენმა ( ფინეთის პრეზიდენტი 1958-1982 წლებში).


პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბრძანა, ხელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და თან „წერილი ღმერთისგან".


მალე, კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ხელგასგან, სადაც ბავშვი წერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.


 

big_banner
არქივი