logo_geo
პუჩტის პირველი მსხვერპლნი
- +

5 დეკემბერი. 2016. 11:58


 

პუტჩისტების პირველი მსხვერპლი - გია ტეტელაშვილი

 

1991 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს რუსთაველის გამზირის მხრიდან თავს დაესხა შეიარაღებული ოპოზიცია, რომელმაც ტყვიამფრქვევით უზენაესი საბჭოს წინ მდგარი 4 მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაჭრა. დაჭრილთაგან ერთი, გია ტეტელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი გია ტეტელაშვილი ( - 1991)

 

 

 

პუტჩისტების მეორე მსხვერპლი - ნუგზარ შანავა

 

სამხედრო პირი, ოფიცერი, სამაჩაბლოში ოსი სეპარატისტების 30-ზე მეტ ტყვიას გადარჩენილი ნუგზარ შანავა, 1991 წლის დეკემბერში, ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შეტევის დაწყებამდე, შავნაბადაზე დაბანაკებულ თავდაცვის განდგომილ მინისტრ თენგიზ კიტოვანთან და ეროვნული გვარდიის იმ ნაწილთან, რომელიც კონსტიტუციურ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა, გია ესებუასთან (პუტჩისტების მიერ უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1991 წლის 23 დეკემბერს მოკლული) ერთად მოსალაპარაკებლად მივიდა. შესასვლელში იარაღი მიწაზე დადო და ხელები ასწია ნიშნად იმისა, რომ ქართველს ტყვიას არ ესროდა და დალაპარაკება ითხოვა. სწორედ ამ დროს, განდგომილთა მხრიდან ტყვია გავარდა და ნუგზარ შანავას, კაცს, რომელსაც თანამოძმეთა სისხლის დაღვრა არ სურდა, სიცოცხლე მოუსწრაფა.

 

 

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების პირველი მსხვერპლი - არჩილ რამიშვილი

 

1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (მოდერნიზებული სსრ კავშირი) დამფუძნებლებმა (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები მიიწვიეს დსთ-ში გაწევრიანებაზე ხელის მოსაწერად. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეროვნულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს და ალმა-ატის შეხვედრაზე მხოლოდ დამკვირვებელი წარგზავნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართველმა პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს; უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეთაგან დაჭრეს რამდენიმე. არჩილ რამიშვილმა ერთ-ერთი დაჭრილის დახმარება და მთავრობის სახლში შეყვანა სცადა. სწორედ ამ დროს, უზენაესი საბჭოს სვეტებთან პუტჩისტებმა ის მოკლეს.

 

 

წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი არჩილ რამიშვილი (1946-1991)

 

 

 

 

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების მეორე მსხვერპლი - ციცინო ქევხიშვილი

 

 

1991 წლის 22 დეკემბერს დილით, პუტჩისტების მიერ უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული.

 

 

წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი ციცინო ქევხიშვილი (1946-1991)

 

 

 

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების მესამე მსხვერპლი - არკადი მარკოზია

 

1991 წლის 22 დეკემბერს დილით, მაშინ, როცა ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შეტევა დაიწყო, იგი თავისუფლების მოედნის მხარეს მდგარმა პუტჩისტთა პიკეტმა მანქანაში, რომელიც მას როგორც დეპუტატს ემსახურებოდა, გამიზნულად ჩაცხრილა. არკადი მარკოზია უზენაესი საბჭოს შენობაში უნდა შესულიყო.

 

 

დისიდენტი, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, წმინდა ილია მართლის საზოგადოების გაგრის ფილიალის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქართველთა ქომაგად წოდებული არკადი მარკოზია (1930-1991).

 

 

 

საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი!

 

წყარო: http://www.ai-ia.info/online-arqivi/   

 

 

 

big_banner
არქივი