logo_geo
გიგანტური მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ
- +

27 ივლისი. 2017. 00:41



ვარშავის უნივერსიტეტის ობსერვატორიის, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უორიკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში იუპიტერის ზომის მოხეტიალე პლანეტები საკმაოდ ცოტაა; აღსანიშნავია, რომ წინა კვლევები საპირისპიროს მიუთითებდა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჯგუფი აღწერს მომაცემებს, რომლებიც მათ 2010-2015 წლებში ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტისას შეაგროვეს 50 მილიონი ვარსკვლავის შესახებ. 


2011 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მოხეტიალე პლანეტათა შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელმაც მათ აფიქრებინა, რომ ირმის ნახტომში იუპიტერის მასის მოხეტიალე პლანეტათა ოდენობა ორჯერ აღემატებოდა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა რაოდენობას.თუმცა ამ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეფასება უფრო მეტი სიზუსტით გააკეთეს.


მოხეტიალე პლანეტათა იდენტიფიცირება ძალიან რთულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ისინი ბნელ სივრცეში საკუთარ სინათლეს არ გამოყოფენ, შესაბამისად, თითქმის უხილავნი არიან. მაგრამ როდესაც ისინი შორეული ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი შუქის წინ ჩაივლიან, ადგილი აქვს ლინზირების ფენომენს. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ვარსკვლავის დაბლოკილი სინათლე გადამეტებულია პლანეტის გრავიტაციით, რაც იწვევს ჰალოს ეფექტის ფოკუსირებას, რომლის დანახვაც დედამიწაზე არსებული ინსტრუმენტებითაც შესაძლებელია. პლანეტის ზომის გამოთვლა ასევე შესაძლებელია ლინზირების ხანგრძლივობის განსაზღვრით. ამ ახალი აღწერისას მკვლევრებმა მილიონობით ვარსკვლავში მხოლოდ 2,617 მაღალი ხარისხის მიკროლინზირების მოვლენა გამოარჩიეს. ეს გაცილებით მეტი ნიმუში იყო, ვიდრე 2011 წლის კვლევისა, როდესაც მხოლოდ 474 მოვლენა დაფიქსირდა.


მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ იუპიტერის ზომის მოხეტიალე პლანეტები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ამას წინა შეფასება ამტკიცებდა. მაგრამ როგორც ისინი შენიშნავენ, შესაძლებელია, რომ ჩვენს გალაქტიკაში ბევრად უფრო მეტი დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტა დაძრწოდეს, ვიდრე ამჟამად გვგონია. მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებულ დიდ მოხეტიალე პლანეტათა დაახლოებით 25% გაზის გიგანტია, 75% კი კლდოვანი ან ყინულოვანი გიგანტები.


ლოგიკურია, რომ მართლაც ნაკლები იყოს გიგანტური მოხეტიალე პლანეტები, რადგან როგორც წესი, ისინი უფრო მეტად უნდა იყვნენ გრავიტაციულად დაკავშირებულნი თავიანთ მშობლიური ვარსკვლავურ სისტემასთან. მეორე მხრივ, გაცილებით მარტივი საქმეა პარატა, დედამიწის მსგავსი პლანეტების გამოვარდნა სისტემიდან. 


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი