logo_geo
მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი ამ ამბავზე ლაპარაკობდა - ქართველი ქირურგის გმირობა
- +

7 აგვისტო. 2017. 02:50

 

 

1983 წელს, ყანაში მოთამაშე 3 წლის პატარა ლიტველ გოგოს - რასას იქვე მომუშავე მამამ კომბაინის ბასრი ცელით შემთხვევით ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა.


გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ქირურგ რამაზ დათიაშვილთან მოხვდა. დათიაშვილმა გარისკა გოგოსთვის გაეკეთებინა ოპერაცია, რომელის პრეცენდენტიც საბჭოთა კავშირში იმ დროისთვის არ ყოფილა.


ოპერაცია 9 საათიანი გაგრძელდა. რამაზ დათიაშვილი ერთმანეთის მიყოლებით აკერებდა თითოეულ ძარღვს კუნთს და მყესს.


როცა ახლაგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერს ადებდა, გოგოს პატარა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.

მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი ამ ამბავზე ლაპარაკობდა.


ამ გოგოზე მოგვიანებით გადაცემა მომზადდა და როგორც გაირკვა იგი გათხოვდა და ახლა გერმანიაში ცხოვრობს. მას თავისი გადამრჩენელი ექიმი სკაიპით ანახეს და მადლობა პირადად გადაუხადა.






 

 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი