logo_geo
მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ჭკვიანი მამაკაცები ცოლებს არ ღალატობენ
- +

9 აგვისტო. 2017. 21:06


ლონდონელმა მეცნიერებმა სოციალური ურთიერთობებისა და ინტელექტის დონის ანალიზის საფუძველზე შეძლეს ეპასუხათ შეკითხვაზე: როგორი მამაკაცები არ ღალატობენ პარტნიორებს.


გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მაღალია მამაკაცის ინტელექტუალური დონე, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ის თავისი მეორე ნახევრის ერთგული დარჩება. „ანალიზის შედეგებით ჭკვიან მამაკაცებს, მონოგამიისკენ აქვთ მიდრეკილება", - განაცხადა ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერმა.


ასევე აღმოჩნდა, რომ ჭკვიან მამაკაცებს მონოგამიისკენ მიდრეკილების გარდა ლიბერალიზმი და ათეიზმიც აერთიანებთ.


რაც შეეხება ქალებს, მეცნიერებმა მათ ინტელექტსა და სექსუალურ ქცევებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს.


კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა, რომელიც ასევე ბრიტანელ მეცნიერებს ეკუთვნით, გახლავთ ის, რომ თანამედროვე მამაკაცები ცოლებს არ ღალატობენ! შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამის გასარკვევად სპეციალისტებმა მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარეს.


აღმოჩნდა, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მამაკაცთა უმრავლესობა უწესრიგო სექსუალურ კავშირებს ოჯახისა და ცოლის ერთგულებას ამჯობინებს. მეგაპოლისების ბინადარი მამაკაცები ძალზე რომანტიკულებიც აღმოჩნდნენ.


„თუ ქალბატონები ერთგულ, რომანტიკულ, ნამდვილ რაინდზე ოცნებობენ, ისინი დიდ ქალაქებში უნდა ეძებონ", - განმარტეს სოციოლოგებმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი