logo_geo
როგორ იქცა თბილისის უსახური შარაგზა პეკინის ქუჩად
- +

10 აგვისტო. 2017. 21:37


 

ფართო, ლაღად გაშლილი, ახალი სახლებით დამშვენებული პეკინის ქუჩა 1960-იან წლებში გაჩნდა ვიწრო, კეთილმოუწყობელი შარაგზის ნაცვლად, რომელიც არა მარტო არ ეხამებოდა საერთო პერსპექტივას, არამედ ტრანსპორტის მოძრაობასაც აფერხებდა. ქუჩის ერთ-ერთ სამკაულად იქცა მწვანე ინტერიერი სკვერისა მეტროსადგურ „პოლიტექნიკურის" შესასვლელთან. აქ თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პატივსაცემად 1979 წელს დაიდგა თეთრი მარმარილოს ობელისკი გადაშლილი წიგნის სახით, რომელზეც ამ ქალაქების სახელწოდებებია ამოკვეთილი.


პირველი რაც თვალში მოგხვდება კონსტიტუციის (ამჟამად 26 მაისის) მოედანზე 1940-1975 წლებში აშენებული დიდი სახლების შეხედვისას - ესაა მათი სტილის სრული სხვადასხვაობა. მოედანმა ერთგვარი მთლიანობა და დასრულებულობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძინა, რაც იგი დაამშვენა 18 სართულიანმა სასტუმრო „აჭარის" გულღია, ნათელმა ფასადმა. იგი 1975 წელს აიგო მიხეილ მელიას პროექტის მიხედვით.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი