logo_geo
1930 წლის რჩევები ქალებს: როგორ მამაკაცებს არ უნდა გაყვეთ ცოლად
- +

16 აგვისტო. 2017. 02:18


წიგნში, რომლის ავტორია პროფესორი გერლინგი და ჟენევაში 1930 წელსაა გამოცემული, შეკრებილია ფასდაუდებელი რეკომენდაციები ქალებისთვის, თუ როგორ უნდა შეარჩიონ ქმარი. რა უნდა ეწეროს მამაკაცებზე საინტერესო წიგნში, რომელიც თითქმის საუკუნის წინაა გამოცემული? არადა, ისინიც ხომ სვამდნენ, ერთობოდნენ, უსაქმურობდნენ, ავლენდნენ თავის ხასიათებს ისევე, როგორც დღეს. ასე რომ, ამ საოცარი წიგნის რჩევები დღესაც აქტუალურია!


მაშ ასე, არ უნდა გაყვეთ ცოლად მამაკაცს, რომელიც:


1. დარწმუნებულია, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს.


2. რომელიც ისე ვერ ჩაივლის სარკესთან, რომ საკუთარი თავით არ დატკბეს.


3. რომელიც კვირაში ერთხელ, ან მეტჯერ იცვლის საყვარელს.


4. რომელიც სპირტიანი სასმელების და ბანქოს დიდი მოყვარულია.


5. რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, ან მუდმივად ჭუჭყიანი ფრჩხილები აქვს, ასევე არ უნდა გაყვეთ მამაკაცს, რომელიც არ იცავს ჰიგიენას.


6. ნუ გაყვებით ცოლად მძიმე ავადმყოფს, ვინაიდან ოჯახური კერა, რომელსაც ახალგაზრდები ქმნიან, სანატორიუმი არ არის, არამედ ბუდეა, რომელშიც ახალი ჯანმრთელი თაობა უნდა გაიზარდოს.


7. არ უნდა გაყვეთ მამაკაცს, რომელსაც სულელის რეპუტაცია აქვს.


8. არც ისეთს, რომელიც დაბალი ღირებულებების მატარებელია, მაგალითად მატყუარას.


9. რომელსაც არ აქვს მიზნად, რომ ცოლს და შემდეგ მათ შთამომავლებს ღირსეული ცხოვრება შეუქმნას.


10. რომელიც არის ძუნწი, არ აქვს მიზანი, რომ უყიდოს ცოლს საჩუქრები, ატაროს თეატრებში და დასასვენებლად ყველგან, სადაც ის მოისურვებს.


11. რომელსაც არ უნდა გაიგოს, რომ ცოლი უნდა იყოს ბედნიერი და მხიარული. მისი განწყობა და ჯანმრთელობა ხომ ოჯახური ცხოვრების კეთილდღეობის საწინდარია.


12. არ შეიძლება იმ კაცზე გათხოვება, რომელსაც გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს.


13. რომელსაც 5 წუთი წყნარად ჯდომა არ შეუძლია.


14. რომლის ხმა ძაღლის ყეფას, ან შუშის მტვრევის ხმას  ჰგავს, რადგან ასეთი ხმა შეუწყნარებლობასა და კონფლიქტურობაზე მეტყველებს. ეს კაცი არცერთ შემთხვევაში არ იქნება კეთილი.


15. იყავით ძალიან ფრთხილი ისეთ მამაკაცთან, რომელიც დედისერთაა. მათ აქვთ დედის გენი, რომელიც ინფანტილურია, რადგან მეტი შვილის გაჩენის საშუალება არ მიეცა.


16. რომელიც თქვენზე 12 წელზე მეტითაა უფროსი, ან თქვენ ხართ მასზე უფროსი 12 წელზე მეტი ხნით .


17. არ უნდა დაქორწინდეთ დიდ ადამიანებზე- დიდ მხატვრებზე, დიდ მსახიობებზე, მეცნიერებზე, მუსიკოსებზე, ექიმებზე. რადგან უმეტეს შემთხვევაში ისინი განერვიულებული და საკუთარ საქმეებში ჩაფლული ადამიანები არიან. "მგელი მოთვინიერდება, მაგრამ თავის ჩვევებს და კაპრიზებს არ მოიშლის". ასეთი კაცი ჯანსაღ ოჯახს ვერ შექმნის.


19. ქორწინებისთვის საშიშია კაცი, რომელიც საროსკიპოების ხშირი სტუმარია. ისინი ხომ სულით და ხორცით დაავადებულნი არიან. ცოლის მოყვანისას ჰგონიათ, რომ ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათში საშინელი დაავადება იმალება, რომელიც მომავალში მასაც დაღუპავს, თქვენც და მთელ ოჯახს.


 

big_banner
არქივი