logo_geo
ესპანურმა არხმა „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სერია ოფიციალურ პრემიერამდე გაუშვა
- +

16 აგვისტო. 2017. 18:57



ტელეარხმა HBO ესპანეთში „სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის ახალი სერია შეცდომით, ოფიციალურ პრემიერამდე ოთხი დღით ადრე გაუშვა.


თითქმის ერთი საათი შეეძლო მაყურებელს ახალი სერიის ყურება. ამ დროის განმავლობაში, არხის ხელმომწერებმა მისი სქრინშოტების ინტერნეტში გავრცელებაც მოასწრეს.


გუშინ კი, ინდოეთის პოლიციამ, „სამეფო კარის თამაშების" სერიის ინტერნეტში გაჟონისთვის მუმბაიში 4 პირი დააკავა.


1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და „სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი