logo_geo
ელვის პრესლის საფლავის მონახულება ფასიანი გახდა
- +

17 აგვისტო. 2017. 17:55



მემფისში, ლეგენდარული ელვის პრესლის მამულში („გრეისლენდში"), მისი საფლავის მონახულება, ამიერიდან თითოეულ ვიზიტორს 29 დოლარი დაუჯდება. მუსიკოსის ბევრმა თაყვანისმცემელმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და განაცხადა, რომ კერპის საფლავზე აღარ მივა.


40 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, ელვის პრესლის მამულში ეგრეთ წოდებული ღამის სიფხიზლის ღონისძიება ტარდება. ვიზიტში საფასურის აღების იდეა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს ეკუთვნის. ისინი ამტკიცებენ, რომ ნაბიჯი უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარეობს: ყოველწლიურად არტისტის საფლავის მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი მიდის.


იმავდროულად, ორგანიზატორების თქმით, 28,27 დოლარის ღირებულების სამაჯურით ვიზიტორები არა მხოლოდ მუსიკოსის საფლავს, არამედ მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ახალ გასართობ კომპლექსსაც მოინახულებენ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი