logo_geo
„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“ - უინსტონ ჩერჩილი
- +

19 აგვისტო. 2017. 00:59


 

ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი მიიწვიეს უნივერსიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე. მას სთხოვეს სიტყვით გამოსვლა, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის. ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე.


შორიდან მოდიოდა და იკრიბებოდა ხალხი, რათა თვალი მოეკრათ და ყური დაეგდოთ ცოცხალი ლეგენდისთვის, ინგლისის სიამაყისთვის. ხმა დაირხა - ის აპირებდა გამოსულიყო მნიშვნელოვანი სიტყვით, სადაც იქნებოდა თავმოყრილი მთელი მისი ცხოვრებისეული სიბრძნე. ათასობით ხალხმა მოიყარა თავი.


უნივერსიტეტის ყველაზე დიდ დარბაზში, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. სრულ სიჩუმეში ჩერჩილი მიუახლოვდა მიკროფონს და მოულოდნელად დაიყვირა:


„არასოდეს არ დანებდეთ!",

შემდეგ გაჩუმდა. თითქმის 30 წამი გაგრძელდა სიჩუმე. ის იდგა მიკროფონთან და მშვიდად ათვალიერებდა გაოგნებულ სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგ გადაიხარა მიკროფონისკენ და უფრო ხმამაღლა დაიძახა:


„არასოდეს არ დანებდეთ!"

 

ისევ შეავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას და ბოლოჯერ, მთელი ძალით შეჰყვირა:


„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!"...

 

მას მეტი არაფერი უთქვამს, გაეშურა გასასვლელისკენ...











 

big_banner
არქივი