logo_geo
დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი უახლოვდება
- +

19 აგვისტო. 2017. 13:46



NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას, აქამდე ცნობილებიდან, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელიც ჩვენი პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება.


ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწას ყველაზე ძალიან 2017 წლის 1 სექტემბერს დაუახლოვდება (7 მილიონი კილომეტრი/18 დაშორება დედამიწასა და მთვარეს შორის). ასტეროიდის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს.

 

„სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ ფლორენსი მათ შორის ყველაზე დიდია", - აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი.


(3122) ფლორენსი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის. 2017 წელს მასზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.



წყარო : wyaro
big_banner
არქივი