logo_geo
ბიჭმა გოგოს ხელი Google Maps-ის დახმარებით სთხოვა
- +

21 აგვისტო. 2017. 17:28



ასტანაში (ყაზახეთი) ბიჭმა თავის შეყვარებულს Google Maps-ზე გზავნილი დაუტოვა. მან ქალაქში დაახლოებით 15 კილომეტრი ირბინა, რათა რუკაზე გამოჩენილიყო წარწერა - „გამომყევი ცოლად".

 

 

 

 

 

Today.kz-ის ცნობით, ბიჭმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული იყო, ასტანაში ეპოვა ქუჩები, სადაც ასოები „დაეტეოდა".

 

„სასამართლოს შენობამ ასო  „Х"-ს შეუშალა ხელი, ხოლო სპორტის სასახლემ ასო „Д"-ს, ამიტომ სიტყვა გაუმართავი გამოვიდა", - ამბობს გზავნილის ავტორი.


გამოცემის ცნობით, გოგო ქორწინებას დათანხმდა.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი