logo_geo
ცივი ყავის 3 რეცეპტი ცხელი ზაფხულისთვის
- +

27 აგვისტო. 2017. 01:57

 

ყავა ბევრი ადამიანის დღის წარმატებული დასაწყისია, ზაფხულში კი უფრო დიდ პოპულარობას აღწევს, რადგანაც ცხელ დღეებში ცივი ყავა ყველაზე სასურველი სასმელია. წარმოგიდგენთ ყავის კოქტეილებს, რომელიც თქვენს ზაფხულს გააგრილებს.

 

 


პიტნისა და შოკოლადის ცივი ყავა









 

ინგრედიენტები:

ახალმოხარშული ნატურალური ყავა: 300-350 მლ

მწარე შოკოლადი: 30-35 გრამი

პიტნის სიროფი ან ლიქიორი -2/4 სუფრის კოვზი

ნაყინი: 100 გრამი











მოხარშეთ ყავა და სანამ ცხელია, მასში შოკოლადი დაადნეთ. გაცივების შემდეგ, ნაყინი, პიტნის ნაყენი (ან პიტნის ლიქიორი) და რამდენიმე ყინულის ნატეხი დაამატეთ. ყველაფერი ბლენდერში ათქვიფეთ.


 















 


ყავა ჰალვით







ინგრედიენტები:

ახალმოხარშული მაგარი ყავა - 200-250 მლ

არაქისის ჰალვა - 100 გრამი

ნაღები-100 მლ

თხილის სიროფი - 20 მლ















 


მოხარშეთ ყავა, დაამატეთ სიროფი და გააცივეთ. ბლენდერში მოათავსეთ ჰალვა ნაღებით, დაამატეთ ყავა და მოურიეთ.













გაზიანი ყავა









 

ინგრედიენტები:

ახალმოხარშული ნატურალური ყავა - 300-350 მლ

გაზიანი სასმელი - 100 მლ

ალუბლის წვენი - 50 მლ

ყინულის კუბები - 100 გრამი










ეს კოქტეილი ნებისმიერი გაზიანი სასმელის ალტერნატივაა, რადგანაც გაზის მეშვეობით კოფეინი უფრო კარგად მოქმედებს.

















მოხარშეთ ყავა, დაამატეთ ალუბლის წვენი და გააცივეთ. ჩაამატეთ გაზიანი სასმელი და გაყინულ ჭიქებში ჩამოასხით. თუ ლიმონს დაუმატებთ, სასმელის გემო დაბალანსდება.









 






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი