logo_geo
ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება ადამიანს კრეატიულობას მატებს
- +

28 აგვისტო. 2017. 00:56


გრაცის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, 70 მოხალისეზე ჩატარებული კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ კათხა ლუდი ან ღვინის მცირე ბოკალი ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს ხსნის.


მონაწილეები სვამდენენ ჩვეულებრივ ან უალკოჰოლო ლუდს, რის შემდეგაც რამდენიმე დავალებას ასრულებდნენ.


ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი ადამიანების კრეატიულ აზროვნებას აუმჯობესებდა. მონაწილეები,


რომლებიც ალკოჰოლს ექსპერიმენტის დასაწყისში იღებდნენ, უფრო წარმატებულად უმკლავდებოდნენ შემოქმედებით აზროვნებასთან დაკავშირებულ დავალებას. მეცნიერების თქმით, ალკოჰოლი ადამიანებს ეხმარება დასახული ამოცანისთვის სხვა კუთხით შეხედვასა და ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებაში.


მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მოხალისეები, რომლებიც ალკოჰოლს ღებულობდნენ, უფრო ცუდად უმკლავდებოდნენ კოგნიტიურ კონტროლთან და ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ ამოცანებს, მაშინაც კი, როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე 0,03%-ს შეადგენდა. ეს მამაკაცებისთვის მცირე ზომის ბოკალისა და ქალებისთვის ნახევარი ბოკალის ოდენობის ღვინის ეკვივალენტია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი