logo_geo
შაქარი ნარკოტიკად აღიარეს
- +

29 აგვისტო. 2017. 15:44



სენტ-ლუისის გულის ინსტიტუტისა და არაკომერციული ორგანიზაცია Lahey Health-ის განცხადებით, შაქარი იმავე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც კოკაინი. თავიანთი ვარაუდები მათ „British Journal of Sports Medicine"-ში გამოაქვეყნეს, მაგრამ სხვა სპეციალისტებმა ისინი გააკრიტიკეს.


მკვლევარები წერენ, რომ საქაროზას ნახშირწყლების გავლენა კოკაინის მსგავსია. ის ცვლის განწყობას, ასტიმულირებს სიამოვნების შეგრძნებას და ადამიანს ტკბილი პროდუქტის მოსაძებნად აპროვოცირებს. მეცნიერებმა ეს დასკვნა თაგვებზე დაკვირვებით გამოიტანეს, რომლებიც ნარკოტიკსა და შაქარს შორის ამ უკანასკნელს ირჩევდნენ. მათი აზრით, ნახშირწყალი იწვევს უფრო ძლიერ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკალოიდები.


სხვა მეცნიერების აზრით, შაქარი მართლაც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა დამოკიდებულს არ გხდის. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერის ჰიშამ ზაუდინის განმარტებით კი, თაგვებს დამოკიდებულება უჩნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი შაქრის წილს კვირის მანძილზე დღეში ყოველ 2 საათში იღებს, თუმცა ტკბილეულების თავისუფალ წვდომის დროს, შაქრის მიღება ჩვევად არ ექცევათ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი