logo_geo
40 საინტერესო და მკაცრი წესი, რომლებსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იცავენ
- +

29 აგვისტო. 2017. 23:48


ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მთელ მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ბევრისთვის მათი ცხოვრება სანატრელია. ადამიანები მათ უდარდელ და უზრუნველ ცხოვრებას შენატრიან, გოგონები კი სამეფო ოჯახის პრინცებზე დაქორწინებაზე ოცნებობენ.


როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება არც ისე მარტივია, ვინაიდან მათ უამრავი წესის დაცვა უწევთ, წესები კი იმდენია, რომ შეიძლება ვერც დაიმახსოვროთ.


გთავაზობთ 40 ყველაზე უცნაურ, საინტერესო და მკაცრ წესს, რომლებსაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იცავენ.



1. როდესაც დედოფალი დგება, ყველა უნდა ადგეს - ამას პროტოკოლი მოითხოვს.



2. არავის აქვს უფლება მიირთვას საჭმელი თუ დედოფალმა ჭამა უკვე დაასრულა - როდესაც დედოფალი უკანასკნელ ლუკმას შეჭამს, დანარჩენებიც წყვეტენ ჭამას.



3. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა მამაკაცმა დედოფალს შეხვედრისას თავი უნდა დაუკრას, ხოლო ქალი რევერანსით შეეგებოს.



4. ქორწინების შემდეგ სამეფო ოჯახის წყვილებს წოდებები ენიჭებათ.



5. საჯარო სივრცეში სამეფო ოჯახის წევრებს ხელები დაშვებული და ერთმანეთზე ჩაჭიდებული უნდა ჰქონდეთ.



6. სანამ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ხელს გთხოვთ, მან წინასწარ აუცილებლად უნდა იცოდეს რომ დათანახმდებით და ამასთანავე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თანხმობა სამეფო ოჯახისგან.



7. სამეფო თაიგული აუცილებლად მირტის ყვავილებისგან უნდა იყოს - ყველა სამეფო პატარძალი თავის ქორწილში სწორედ მირტის თაიგულს ატარებდა.



8. სამეფო ოჯახში, ყველა ქორწილში არის ბავშვების ჯგუფი.



9. 2011 წლამდე მხოლოდ კათოლიკეზე დაქორწინება იყო ნებადართული - თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და სამეფო ოჯახის წევრებს ნებისმიერი რწმენის ადამიანზე დაქორწინების უფლება აქვთ.



10. სამეფო ოჯახს არ შეუძლია ჰქონდეს პოლიტიკური ხედვები - მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება და საჯაროდ პოლიტიკაზე საუბრის უფლება.



11. არჩევნების დროს მათ არ აქვთ უფლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში მისვლის.



12. საუზმისას საუბარი მკაცრად კონტროლდება - დედოფალი იწყებს საუბარს იმ ადამიანთან, რომელიც ზის მის მარჯვნივ, ხოლო შემდეგ მარცხნივ მსხდომ სტუმრებსაც აქცევს ყურადღებას.



13. მოგზაურობის დროს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ შავი სამოსი - რათა მზად იყონ, თუ მოულოდნელად დაკრძალვაზე მოუწევთ წასვლა.



14. მამა შვილს არ აქვთ ერთად მოგზაურობის უფლება - მას შემდეგ რაც პრინცი ჯორჯი 12 წლის გახდება, უილიამსა და მას ერთად მოგზაურობის უფლება აღარ ექნებათ.



15. სამეფო ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება დაარიგონ ავტოგრაფები და გადაიღონ „სელფები" თაყვანისმცემლებთან.



16. სამეფო ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ მოლუსკების ჭამა - მიიჩნევენ, რომ მოლუსკებს სხვა საჭმელებთან შედარებით უფრო მეტად შეუძლიათ ადამიანის მოწამვლა.



17. სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ქურქის ტარება - მე-12 საუკუნეში მეფე ედვარდ მესამემ ქურქის ტარება აკრძალა, თუმცა ამ წესს სამეფო ოჯახის თანამედროვე წევრები ზოგჯერ არღვევენ.



18. მკაცრად არის წინასწარ გაწერილი ის, თუ ვინ ვის გვერდით დაჯდება რომელიმე მიღების დროს.



19. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ევალება ორგანიზება, თუ რომელი სტუმარი ვის გვერდით დაჯდება.



20. სამეფო ოჯახი მკაცრად აკონტროლებს „დრეს კოდს" -ოჯახის წევრებს უნდა ეცვათ აუცილებლად მოდურად, თანამედროვედ, მაგრამ ვერასოდეს ნახავთ მათ შინაურ ფორმაში.



21. პატარა პრინც ჯორჯსაც უწევს „დრეს კოდის" წესების დაცვა - მას ყოველთვის კლასიკურ სტილში შეკერილი „შორტი" აცვია.



22. ქალმა ყოველთვის უნდა ატაროს ქუდი ფორმალურ შეხვედრებზე.



23. თუ ეს ფორმალური შეხვედრა დიდხანს გრძელდება, საღამოს ექვსი საათის შემდეგ დედოფალმა ქუდი უნდა მოიხადოს და თავზე დიადემა დაიდგას.



24. გვირგვინის თავზე დადგმის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ ქალს აქვს.



25. დიადემის გაკეთებასაც თავისი წესები აქვს - ტრადიციულად, გვიგვინი შუბლთან ახლოს უნდა იყოს, თუმცა სამეფო ოჯახის თანამედროვე წევრები, ოდნავ ზემოთ სწევენ მას.



26. დედოფლის მენიუ გასაიდუმლოებულია - ცნობილია, რომ დილით ინგლისურ საუზმეს მიირთმევს.



27. ოჯახი ვალდებულია, რომ თავაზიანად მიიღოს ყველა საჩუქარი.

 


28. საშობაო დღესასწაულის ორგანიზება დედოფლის პრეროგატივაა- ამისთვის ერთი კვირა აქვს გამოყოფილი.



29. ოჯახი შობას საჩუქრებს არ იღებს - მეორე დღეს, საშობაო ვახშამი იმართება და სწორედ ამ დროს ცვლიან საჩუქრებს.



30. ბუკინგემის სასახლეში ნიორი აკრძალულია - ამბობენ, რომ დედოფალს სძულს ნიორი. ასე რომ, ამ ინგრედიენტისთვის სამეფო სასახლეში ადგილი არ არის.



31. ცნობილია, რომ სადილზე არასოდეს მიირთმევენ კარტოფილს, ბრინჯსა და მაკარონს.



32. ოჯახის წევრებმა, როგორც წესი, რამდენიმე ენა იციან და პატარა ჯორჯს უკვე ასწავლიან ესპანურს.



33. თუ დედოფალმა საუბარი დაასრულა, თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ის გააგრძელოთ, საკითხს კვლავ მიუბრუნდეთ.



34. ცდილობენ, ბავშვებს დაბადებიდანვე ასწავლონ დახვეწილი მანერები.



35. დედოფლის სამოსი უნდა იყოს ნათელი ფერების - დედოფალს სჯერა, რომ ასეთი სამოსით ადამიანების დიდ ჯგუფში უფრო მარტივად შესამჩნევი იქნება.



36. რა თქმა უნდა, ჯდომის წესიც განსაზღვრულია - ფეხები გადაჯვარედინებული უნდა იყოს, ისე როგორც ფოტოზე ქეით მიდლტონსა და დედოფალ ელიზაბეტს აქვთ.



37. დედოფალი ჩანთას არასოდეს დაიჭერს მარჯვენა ხელში, რათა ხელი არ შეუშალოს მან ხელის ჩამორთმევის დროს.



38. როდესაც ის ჩანთას მაგიდაზე დადებს ეს ნიშნავს, რომ ოფიციალური სადილი დასრულდა.



39. პრინცესა დაიანა „კლაჩით" ყოველთვის იფარავდა მკერდს კამერების წინ და ეს განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდიდა - დაიანასთვის ესეც გარკვეული ეტიკეტის წესი იყო.



40. მეტსახელებს სამეფო ოჯახი ივიწყებს - მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონს, პრესაში კვლავ ქეითს უწოდებენ, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მას კეტრინს ეძახიან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი