logo_geo
Apple-ის ყოფილი ინჟინრები უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობენ
- +

31 აგვისტო. 2017. 18:07



Apple-ის 17 ყოფილი ინჟინერი ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია „Zoox"-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც უპილოტო ავტომობილის შექმნის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა.


Apple-ის ყოფილი ინჟინრები ავტომობილისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესში ჩაერთვებიან, რომელიც მანქანის დამოუკიდებელ მართვაზე იქნება პასუხისმგებელი; ასევე შეიმუშავებენ მანქანის გაჩერებისა და მუხრუჭების დიზაინს.


უპილოტო ავტომობილის პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალისტი მარკ როზკინდი და „Ferrari"-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერი კორადო ლანცონე.


ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იქნება მზად უპილოტო ავტომობილი.


კომპანია „Zoox" 2014 წელს დაარსდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი