logo_geo
5 რამ, რაც ხელს გვიშლის მიზნების მიღწევაში
- +

31 აგვისტო. 2017. 22:04


1. დახმარების თხოვნის შიში

 

ცხოვრებაში ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების უნარი შესანიშნავია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტი დამოუკიდებლობა პრობლემა ხდება. ისინი, ვისაც არ ძალუძთ გადააბიჯონ საკუთარ სიამაყეს და კომპეტენტური პირებისაგან ითხოვონ დახმარება, დიდ შეცდომას უშვებენ.


ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სიამოვნებას ანიჭებთ საკუთარი ცოდნის, გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი შანსები.


2. ურთიერთობების გადარჩენის მცდელობები

 

ზოგჯერ აუცილებელია, კარგად დავფიქრდეთ და დავამთავროთ ის ურთიერთობები, რომლებიც ბედნიერებას აღარ გვანიჭებენ, თუმცა ხშირად ადამიანებს გვიჭირს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. არ შეგაშინოთ ცვლილებების შიშმა და დაამთავრეთ ის, რაც აქამდე უნდა დაგემთავრებინათ. გახსოვდეთ ყოველი დასასრული, რაღაც უფრო ახლის და კარგის დასაწყისია.


3. კონცენტრირება საკუთარ ნაკლოვანებებზე

 

საკუთარი სუსტი მხარეების აღმოჩენა და აღიარება აუცილებელია, მაგრამ ზედმეტად ყურადღების გამახვილება შეამცირებს თქვენს თავდაჯერებულობას.  საუკეთესო ვარიანტია ნაკლის განხილვა მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მიზნის პოზიციიდან. დაუსვით საკუთარ თავს სამი შეკითხვა:


შეიძლება თუ არა შეცვლა?

ღირს თუ არა შეცვლა?

როგორ შევძლო ეს?


მათზე პასუხის გაცემისთანავე შეადგინეთ გეგმა და გადადით ქმედებაზე.


4. სხვების აზრზე ნერვიულობა

თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ შეუძლებელია ყველას მოვწონდეთ. ჩვენ ხშირად დიდ ენერგიას ვხარჯავთ სხვებისთვის ჩვენი აზრის დამტკიცებასა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. დროა, იზრუნოთ საკუთარ თავზე და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ სხვებს. საკუთარი თვისებების კორექტირება მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანებისათვის ღირს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი ორმხრივია.


5. შური

 

ხშირად ადამიანებს ეს გრძნობა აბრმავებთ და ვეღარ ხედავენ რეალობას, ამიტომ სჯობს ყველანაირად ებრძოლოთ მას. ეცადეთ, რომ ცივი გონება სწრაფად დაუპირისპიროთ ამ გრძნობას და ის თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.


წყარო http://www.davidkenchadze.ge

big_banner
არქივი