logo_geo
რჩევები იმისთვის, რომ 30 წლის ასაკში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ...
- +

1 სექტემბერი. 2017. 22:15



მაკიაჟის ხელოვნება ჩვენს დროში ისეა განვითარებული, რომ მისი საშუალებით წარმოუდგენელი ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი - დაფარო ნაოჭები, ლაქები და.შ. თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველა ქალს სურს, რომ არ დასჭირდეს მაკიაჟით ასაკის დამალვა და დაბერების პროცესი შეაფერხოს, რომ ბუნებრივად ჰქონდეს ახალგაზრდული იერი.


გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც დაბერების პროცესის შეფერხებაში დაგეხმარებათ:


1. დააწესეთ კანის მოვლის რეჟიმი - პირველ რიგში, ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ. არ გამოიყენოთ საპონი, უნდა იცოდეთ ალერგიული ხართ თუ არა და არ უნდა გააღიზიანოთ კანი. არ წაისვათ ყველაფერი სახეზე. მხოლოდ ხარისხიანი და თქვენი სახის შესაბამისი პროდუქტი წაისვით. გამოიყენეთ დამატენიანებლი კრემი და ყოველივე საღამოს სილამაზის რიტუალად აქციეთ.

 

2. მოიშორეთ სახიდან კანის მკვდარი უჯრედები - კანის აქერცვლის საშუალებით თავიდან იშორებთ მკვდარ უჯრედებს. რა თქმა უნდა. ამის გაკეთება ყოველ დღე არ შეიძლება.


დერმატოლოგი რანელა ჰირში ამბობს, რომ კვირაში პროცედურის ჩატარება მხოლოდ სამჯერ შეიძლება. თუ უფრო მეტჯერ გააკეთებთ, კანს დაიზიანებთ. მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის სკრაბი, რომელიც მგრძნობიარე კანისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.


3. საკმარისი ძილი - ვიცით, რომ მინიმუმ 8 საათი უნდა გვეძინოს. გარდა იმისა, რომ ძილი გვეხმარება ვიყოთ უფრო ენერგიულები, ამავდროულად, ის აძლევს კანს დროს აღდგენისთვის. დიახ, სწორედ ძილის პერიოდში ხდება კანის აღდგენა.


4. მიიღეთ წყალი - დერმატოლოგების მტკიცებით, წყალი კანს ატენიანებს და მას უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს.


5. არ გაატაროთ დიდი დრო კომპიუტერთან - კომპიუტერთან ჯდომისას თავი მუდამ დახრილი გვაქვს, ეს კი კისრის არეში ნაოჭების სწრაფად პროვოცირებას უწყობს ხელს. იგივე შედეგს ვიღებთ გამუდმებით სმარტფონში ცქერისგანაც. ამიტომაც აუცილებელია, გააკონტროლოთ ციფრულ ხელსაწყოებთან ურთიერთობის დრო.


6. ატარეთ ფერადი სამოსი - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თეთრი, შავი და ნეიტრალური ფერები გიყვართ, არაფერია ცუდი იმაში, თუ თქვენს გარდერობს ფერად სამოსს დაამატებთ და ცოტა გაახალისებთ. ფერადი სამოსი უფრო ახალგაზრდულ იერს მოგცემთ, თუმცა სამოსი აუცილებლად დახვეწილი უნდა იყოს და არა ძალიან ბავშვური და თინეიჯერული.

 

7. სწორად შეარჩიეთ საცვლები - ალბათ ფიქრობთ - რა შუაშია ბიუსჰალტერი, ან ტრუსები, თუმცა გეტყვით, რომ მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ახალგაზრდული იერისა და მიმზიდველი გარეგნობის შექმნის საქმეში. შესაბამისი ზომის ხარისხიანი ტრუსები და ბიუსჰალტერი თქვენს უკანალსა და მკერდს უფრო ლამაზ ფორმას აძლევს. ასე რომ დროა, ამ კუთხითაც ჩადოთ ინვესტიცია.










 

big_banner
არქივი