logo_geo
2017 წლის ცხრა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენა
- +

3 სექტემბერი. 2017. 19:58

 

 

ადამიანის უჯრედებით ორგანოების გენერირებით დაწყებული – კვანტური კომპიუტერით დამთავრებული – 2017 წლის ამ მიღწევებით მსოფლიო კიდევ უფრო ახლოს მივიდა სამეცნიერო–ფანტასტიკურ მომავალთან.

 

 

1. ადამიანის ემბრიონის რედაქტირება








 

 

ორეგონის შტატში, პორტლენდში 27 ივლისს მეცნიერებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს გენური რედაქტირების ტექნოლოგიაში. CRISPR–ის გამოყენებით მათ წარმატებით მოაშორეს ადამიანის ემბრიონს ის გენი, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადებებთანაა დაკავშირებული.

 

2. მეცნიერებმა ლითონის წყალბადი შექმნეს

 

 








 

ისტორიაში პირველად მეცნიერებმა 27 იანვარს შექმნეს ლითონის წყალბადი. ამის მისაღწევად თხევად წყალბადზე თითქმის 5 მილიონი ატმოსფეროს ზეწოლა გამოიყენეს. ლითონის მდგომარეობაში წყალბადი ნამდვილი ზეგამტარივით მოქმედებს. ტექნოლოგია ბევრ დარგში მოახდენს რევოლუციას – დაწყებული ენერგიის შენახვით – რაკეტმშენებლობით დამთავრებული.

 

3. აღმოჩენილია პლანეტა, რომელზეც, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

 

 







 

ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა 19 აპრილს იპოვეს პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. LHS 1140b დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს.

 

4. CRISPR–მა გენების რედაქტირება ადამიანის სხეულის შიგნით მოახდინა

 

 








 

გენების რედაქტირების ტექნოლოგია CRISPR ადამიანის სხეულში მეცნიერებმა პირველად 1 ივნისს გამოიყენეს. ახალი კვლევა ადამიანის ორგანიზმიდან პაპილომას ვირუსის მოცილებაზე იყო მიმართული. კლინიკური ცდა 60 ქალზე ჩატარდა გელის გამოყენებით, რომელიც დეენემის აუცილებელ კოდირებას შეიცავს, რაც საშვილოსნოს ყელში სიმსივნის განვითარების მექანიზმის გამოსართველადაა საჭირო.

 

5. ახალი ტექნოლოგიებით ადამიანის ორგანოების გამოზრდაა შესაძლებელი

 

 








 

რეგენერაციულ მედიცინაში დიდ წარმატებას მიაღწიეს 1 მაისს. რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტში Wake Forest ამჟამად ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების გამოზრდის პროექტზე მუშაობენ. ეს აღმოჩენა მედიკოსებსა და მეცნიერებს საშუალებას მისცემს თავიდან გაზარდონ არა მხოლოდ ნერვული კვანძები, არამედ ადამიანის დაზიანებული კიდურები და შინაგანი ორგანოებიც კი.

 

6. Google–მა ხელოვნურ ინტელექტს რთულ გარემოში ადაპტირება ასწავლა

 

 








 

Google–ის ხელოვნური ინტელექტის განყოფილებამ DeepMind 11 ივლისს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ილუსტრირებულია, როგორ ასწავლიან კომპანიის სპეციალისტები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს რთულ და ცვალებად გარემოში ადაპტირებას.

 

7. SpaceX–მა ხელმეორედ გაუშვა „ნახმარი“ რაკეტა

 

 








 

SpaceX–მა 30 მარტს წარმატებით გაიტანა ორბიტაზე და შემდეგ დედამიწაზე დააბრუნა უკვე გამოყენებული რაკეტმზიდი Falcon 9. ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა კოსმოსური ფრენები – თითოეულ გაშვებაზე ეკონომია 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

8. შეიქმნა ხელოვნური საშვილოსნო

 

 









ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა 26 აპრილს ქალის საშვილოსნოს იმიტირება სინთეტიკური მოწყობილობით შეძლეს. ამ მასალას ვადამდე ადრე დაბადებული, 37 კვირამდე ასაკით ახალშობილების სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყენებენ. ექსპერიმენტი ახალშობილ ბატკანზე ჩატარდა.

 

 

9. გარღვევა კვანტურ გამოთვლებში










მოსკოვში კვანტური ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს 51 კუბიტური სიმძლავრის კომპიუტერი, რომელიც ტექნოლოგიების ახლებური გამოყენების გზას ხსნის.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი