logo_geo
იოგა და მედიტაცია ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:57


ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა იოგისა და მედიტაციის მოყვარულებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მსგავსი ფიზიკური აქტივობები ნამდვილად აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას და ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთესად მართვაში ეხმარებიან.


„იოგაც და მედიტაციაც ტვინის ყურადღებასა და რესურსებს მიმართავენ ისეთი დავალებების გადასაწყვეტად, როგორიცაა საკუთარი სუნთქვის და პოზის მართვა. ამასთან, ეხმარებიან ადამიანს სხვა ზედმეტი ინფორმაციისგან საკუთარი თავი გამიჯნონ. ეს ყველაფერი კი მას ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა ამოცანების გადაწყვეტაშიც ეხმარება",- ამბობენ სპეციალისტები.


ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად დაინტერესდნენ, თუ რა გავლენას ახდენს იოგა, მედიტაცია და სხვა აღმოსავლური პრაქტიკა ადამიანის ცნობიერებაზე, მის ქცევასა და სხეულის მდგომარეობაზე.


მაგალითისთვის, რამდენიმე წლის წინ ნეიროფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მედიტაცია ოქსიტოცინის დონეს (ჰორმონი) ზრდის ორგანიზმში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი