logo_geo
აღმოჩენილია უცნაური ნამარხი, რომელიც ხმელეთზე განვითარებულ არსებათა ევოლუციურ ამბავს ცვლის
- +

6 სექტემბერი. 2017. 22:48


ყოველი ნამარხისგან რაღაც ახალს ვსწავლობთ. უძველეს ქმნილებათა ზოგიერთი განმარხებული ნაშთი მართლაც განსაცვიფრებელია.  მათ შორისაა ახლახან შესწავლილი თევზის ნამარხი Hongyu chowi, რომელიც მიუთითებს, რომ ევოლუციის პროცესში, ხმელეთზე ცხოვრებისთვის იმაზე მეტი სახეობა ჩამოყალიბდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.


2002 წელს, ჩრდილოეთ ჩინეთის ერთ-ერთ კარიერში აღმოჩენილმა H. Chowi-მ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ამბავი იმისა, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც გავჩნდით ზღვაში, სანამ ხმელეთის ცხოველებად განვვითარდებოდით.


თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, შედარებით გაურკვეველია. დაახლოებით 360 მილიონი წლის წინ, დევონურ პერიოდში, მტევანფარფლიანი თევზების ერთი განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ფარფლების ადგილას კუნთოვანი, ძვლიანი ქსოვილი ჰქონდა, ოთხკიდურიან არსებებად ჩამოყალიბდა.


ამ კიდურებს შეიძლება ფრთები და ფარფლებიც ჰქონდა  - შესაბამისად, ყოველი ოთხკიდურიანი ქმნილება, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე, მათ შორის ფრინველები, კუები, სელაპები და ჩვენ, ადამიანები - მათი შთამომავლები ვართ. 


H. Chowi 1,5-მეტრიანი მტევანფარფლიანი თევზია, რომელიც დაახლოებით 370-360 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ჰქონდა ისეთი მახასიათებლები, რომ რთულია მისთვის ფილოგენეტიკური ადგილის მიჩენა.


ზოგიერთი მახასიათებელი მას საერთო აქვს მტაცებელ მტევანფარფლიან თევზ რიზოდონტიდასთან, რომელიც ოთხკიდურიან ჯგუფს მანამ გამოეყო, სანამ ისინი კიდურებიან ცხოველებად გადაიქცეოდნენ. მისი ზომა და ძვლების ზოგიერთი ფორმა კარგად ეთავსება იზოდონტიდას. 


მეორე მხრივ, იგი მახასიათებლებს ასევე იზიარებს მტევანფარფლიანთა კიდევ ერთ გადაშენებულ ჯგუფ ელპისტოტსეგალიდებთან. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მსგავსებას ამჟღავნებს ადრეულ ოთხკიდურიანებთან, H. Chowi კი ორივე მათგანთან. სახელდობრ, მსგავსი აქვს მხრების სარტყელი და ლაყუჩების ფუძე. 


მკვლევართა თქმით, ეს ყველაფერი ორ რამეზე მიუთითებს. პირველი - H. chowi რიზოდონტია, რომელსაც დამოუკიდებლად ჩამოუყალიბდა ოთხკიდურიანის მახასიათებლები.


მეორე - ზოგიერთი რიზოდონტი შესაძლოა იმაზე მეტად დაკავშირებული ყოფილიყო ელპისტოტსეგალიდებთან და ოთხკიდურიანებთან, ვიდრე გვეგონა.


მიუხედავად იმისა, თუ რომელი მოსაზრებაა უფრო მართებული, დასკვნა საკმაოდ მნიშვნელოვანია: საერთო მახასიათებლები განსხვავებულ ჯგუფებს შორის უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე ვიცოდით, რაც ზრდის პარალელებს რიზოდონტებს, ლპისტოტსეგალიდებსა და ოთხკიდურიანებს შორის.

 

„ნებისმიერ შემთხვევაში, საერთო შედეგი ავლენს შესამჩნევ ზრდას ოთხკიდურიანთა ჯგუფის ჰომოპლასტიკაში", - წერს ჯგუფი.


„აღმოჩენა ასევე გვაფიქრებინებს, რომ ოთხკიდურიანტთა ჯგუფში ეკოლოგიური მრავალფეროვნებისა და ბიოგეოგრაფიული პროვინციულობის შეფასებისას, ძალიან ვცდებოდით". 


ირკვევა ისიც, რომ ზოგიერთი მახასიათებელი H. Chowi-ს არც ერთ ჯგუფთან არ ჰქონდა საერთო. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა ნამარხის დინგის პოვნა (თევზის ნამარხი აღმოაჩინეს მოქმედ კარიერში, დინგის ძვალი უკვე დაკარგული იყო), ყბის ძვლები გვაფიქრებინებს, რომ თევზი ზღვის ფსკერის მიდამოებში ბინადრობდა, მსხვერპლს სწრაფად ესხმოდა თავს და და ყბაში იქცევდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი