logo_geo
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური ტესტი - მოუსმინეთ თქვენს ქვეცნობიერს
- +

7 სექტემბერი. 2017. 13:39



1. წარმოიდგინეთ, ზღვაში შედიხართ. დაწერეთ, რას გრძნობთ?







2. წარმოიდგინეთ, ტყეში ხართ და დაბლა იხედებით. რას ხედავთ? დაწერეთ იმ განცდის შესახებ, რომელიც ახლა დაგეუფლათ.







3. ხედავთ თოლიებს, რომლებმაც თავზე გადაგიფრინეს, რას გრძნობთ?






4. ხედავთ მოჯირითე ცხენებს, რა ემოცია გიჩნდებათ გონებაში?







5. წარმოიდგინეთ, რომ უდაბნოში ხართ და თქვენს წინ დიდი კედელია აღმართული, კედელზე ერთი პატარა ხვრელია, საიდანაც ხედავთ, რომ ულამაზესი ოაზისი იშლება. რას მოიმოქმედებდით?







6. უდაბნოში, დაღლილმა მოულოდნელად წყლით სავსე ჭურჭელი იპოვეთ, რას გააკეთებდით?







7. წარმოიდგინეთ, რომ ღამით ტყეში დაიკარგეთ. უცებ იპოვეთ სახლი, სადაც შუქია ანთებული. დაფიქრდით, რას გააკეთებდით?







8. ნისლში ხართ და ვერაფერს ხედავთ. რა არის პირველი, რასაც გააკეთებდით?







ახლა კი ვნახოთ რას ნიშნავს თქვენი პასუხები:

1. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, თქვენი ემოციები და სურვილები.

2. ეს არის ის, რასაც საკუთარი ოჯახის მიმართ გრძნობ, ის, როგორც გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. მესამე პასუხში ჩანს თქვენი დამოკიდებულება ქალებისადმი.

4. დამოკიდებულება კაცებისადმი.

5. ეს არის პრობლემების გადაჭრის თქვენი სტრატეგია.

6. ასე ირჩევთ სექსუალურ პარტნიორს, პარტნიორის არჩევისას ასე აზროვნებთ.

7. თქვენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ.

8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი