logo_geo
რამდენად საშიშია რაციონში მარილი
- +

7 სექტემბერი. 2017. 19:31


 

ორი ჩაის კოვზი მარილი საშიშ მოცულობად შეიძლება ვერ აღვიქვათ, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია გულისთვის ზიანის მისაყენებლად. 3,73 გრამი მარილის მოხმარება (ეს არის ორი სუფრის კოვზი მარილის ეკვივალენტი) იწვევს გულის საკნების გაფართოებას. 

როგორც ცნობილია, გულის გადიდება ხდება გულის კუნთის იძულებით გადაძაბვისას, რისი მიზეზიც მომატებული წნევა შეიძლება იყოს. შედეგად გული გადაჭარბებულ დატვირთვას განიცდის და გულისცემის სიხშირე იზრდება. მარილი ახდენს არტერიული წნევის მომატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი და თირკმელების დაავადებები. 

ამერიკელი ექიმების მიერ მიღებული ნორმების თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა, დღეში 1/4 ჩაის კოვზზე მეტი მარილი არ უნდა მიიღოს. მაგრამ ადამიანები, როგორც წესი, გაცილებით მეტ მარილს მოიხმარენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სწრაფი კვების კერძები უყვართ. მეცნიერების მოსაზრებით, არტერიული წნევის მატების ერთ-ერთი ფაქტორი, მარილის მიერ ორგანიზმში წყლის შეკავება შეიძლება იყოს.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი