logo_geo
მზეზე უდიდესი აფეთქება მოხდა
- +

9 სექტემბერი. 2017. 00:38


მზის ლაქების ორი უმსხვილესი ჯგუფის დაჯახების შედეგად ბოლო 12 წლის მაინძილზე, ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Sciencealert-ი იტყობინება.


მკვლევარების აზრით, "ასეთი მასშტაბის მოვლენა იშვიათია და როგორც წესი, მზის აქტიურობის პიკის პერიოდში ხდება". ამასთან, მიზეზი თუ რატომ მოხდა მზეზე აფეთქება მისი აქტიურობის მინიმუმის პერიოდში, ჯერჯერობით უცნობია.


აფეთქება X კლასს მიაკუთვნეს და X9,3 ქულა მიანიჭეს, რითაც მზეზე მომხდარი აფეთქებების ცნობილ ხუთეულში შევიდა.


„აფეთქებამ უკვე იმოქმედა ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე არსებულ ტექნიკურ კავშირებზე", - აცხადებენ მეცნიერები. მათი თქმით, მზისგან წამოსული ტალღა მთელი მსოფლიოს ტექნიკურ მოწყობილობებზე იმოქმედებს.


მზეზე მომხდარი აფეთქებებით სივრცეში უზარმაზარი ენერგია ვრცელდება. რამდენიმე წუთში ღია კოსმოსში ტროტილოვის ეკვივალენტში ტრილიონამდე მეგატონი გამოიყოფა. ეს დაახლოეებით მზის ენერგიის მეხუთედია, რომელსაც ის წამში აწარმოებს და ენერგია, რომლის დაგროვებასაც ადამიანს სულ მცირე მილიონი წელი სჭირდება(თანამედროვე ტემპების პირობების გათვალისწინებით).


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი