logo_geo
პირველი სიყვარული არ კვდება - როგორ შეცვალა საბავშვო ბაღში გადაღებულმა ფოტოსურათმა ორი ადამიანის ცხოვრება
- +

9 სექტემბერი. 2017. 01:27


მინდა გიამბოთ ერთი გასაოცარი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა საბავშვო ბაღში გადაღებულმა ერთმა ფოტოსურათმა ორი ადამიანის ცხოვრება.


ალბათ, ბევრისგან გსმენიათ: ერთი შეხედვით მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდიო... როცა ემი დიფერსონმა ჯასტინ პაუნდერსომთან შეხვედრა გადაწყვიტა, ქალი მაშინვე მიხვდა, რომ ის მისი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული იყო. ჯასტინი იყო მამაკაცი, რომელთანაც ის მთელი თავისი სიცოცხლის გატარებას ისურვებდა, მაგრამ როცა გოგონამ მამაკაცს თავისი ბავშვობის ფოტოსურათი აჩვენა, ჯასტინი კარგა ხანს ვერ გამოვიდა შოკიდან. ის, რაც მამაკაცმა სურათზე ნახა, ნამდვილად გასაოცარი იყო.


ემი გიბერსონი ფლორიდის შტატში, პატარა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა. როგორც ყველა სხვა ბავშვი, ისიც საბავშვო ბაღში დადიოდა და შეყვარებული იყო თანაჯგუფელ ბიჭუნაზე: ისინი ერთად თამაშობდნენ, ერთად სადილობდნენ და დადიოდნენ სასეირნოდ. ამ სიახლოვეს მასწავლებელიც ამჩნევდა და მხიარულად იცინოდა პატარა შეყვარებულების დანახვაზე, მაგრამ ამ დროს ბავშვები სულ 3-4 წლის იყვნენ და მალე მათი გზები გაიყარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა სამუდამოდ.


ემი გაიზარდა, დაამთავრა სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი და კარგა ხნით მოცილდა მშობლიურ ქალაქს. მან, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დაივიწყა ბავშვობის პირველი სიყვარული.


გოგონა მხიარული, თავისებური ხასიათით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი, განათლებული, მუდამ მომღიმარი ემი უამრავ ვაჟს მოსწონდა, მან ვერა და ვერ იპოვა თავისი ოცნების მამაკაცი. როცა ემიმ 30 წელს გადააბიჯა, თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სერიოზულად დაფიქრდა ოჯახის შექმნაზე.


თავისი ოცნების მამაკაცის საპოვნელად ემიმ გაცნობის საიტს მიმართა. საიტზე მისი ყურადღება ახალგაზრდა მამაკაცმა მიიპყრო. ბიჭს ჯასტინ პაუნდერსომი ერქვა. ემასავით ისიც ახალი დაბრუნებული იყო სანკტ-პეტერბურგში და საკმაოდ მძიმე სასიყვარულო ტრაგედიის გადატანაც მოესწრო: ჯასტინის საცოლე ნიშნობის წინა დღეს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ამ ამბიდან უკვე ორი წელი იყო გასული და ჯასტინმა მძიმე დეპრესიის დაძლევის შემდეგ გადაწყვიტა ახალი სიყვარული ეპოვა.


ქალ-ვაჟი ერთმანეთს შეხვდა და მათ მაშინათვე იგრძნეს ლტოლვა ერთმანეთის მიმართ. ახალგაზრდა კაცი ყვებოდა: "როგორც კი ემის სურათს დავხედე, მაშინათვე საოცარი სიახლოვე ვიგრძენი მის მიმართ. ძნელი ასახსნელია, მაგრამ რაღაც ძალა მეწეოდა გოგონას გასაცნობად".


ისინი რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს. ემი ყვებოდა:" პირველი შეხვედრისას ჩვენ ისე მოვეხვიეთ ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის ნაცნობები".

გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ჯასტინი ემის სიყვარულში გამოტყდა. მან ქალს ისიც უთხრა, რომ ეს სახელი ძალიან უყვარდა, რადგან მისი ბავშვობის სიყვარულსაც ემი ერქვა.


გარკვეული დროის შემდეგ ქალ-ვაჟის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ერთხელ ჯასტინმა ემის უამბო, რომ ნაიარევი, რომელიც მას შუბლზე ჰქონდა, საბავშვო ბაღში წაქცევის დროს მიღებული ტრავმის შედეგი იყო. საუბრიდან გაირკვა, რომ ემი და ჯასტინი ერთსა და იმავე ბაღში დადიოდნენ. მაშინ ემიმ დედას სთხოვა ბავშვობის დროინდელი ფოტები მოეძებნა და როცა შეყვარებულებმა ხელში აიღეს საბავშვო ბაღის ჯგუფური სურათი, ყველაფერი ცხადი გახდა: პატარა ემი და ჯასტინი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ სურათზე. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 30 წლის წინ მათ გულებს უკვე უყვარდათ ერთმანეთი.


ოთხი თვის თავზე მათი მეორე, ზრდასრული შეხვედრისა ჯასტინმა ემის ცოლობა თხოვა და მერე როგორ? - მათ მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში The View, უამბეს რა მაყურებელს თავიანთი გასაოცარი ისტორია. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა კადრები სწორედ იმ საბავშვო ბაღიდან, სადაც დადიოდნენ ემი და ჯასტინი. ბაღის აღსაზრდელებმა მაღლა ასწიეს პლაკატი, რომელზეც ეწერა:"ემი, გამომყევი ცოლად!"...


2016 წლის 18 ნოემბერს ემიმ და ჯასტინმა ჯვარი დაიწერეს მშობლიური ქალაქის ეკლესიაში.

საბავშვო ბაღში მათი პირველი შეხვედრიდან ზუსტად 30 წელი იყო გასული.


 

big_banner
არქივი