logo_geo
ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს თავის სახის კრემზე
- +

10 სექტემბერი. 2017. 23:10


თანამედროვე ქალს კოსმეტიკის ფართო არჩევანი აქვს. თავის მოვლის საშუალებებს ყველა დანიშნულებით და ყველა ტიპის კანისთვის ნახავთ. სახის კრემის არჩევისას ალბათ შეგიმჩნევიათ ტუბზე აღნიშვნა BB, CC ან PP. გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს აღნიშვნები და არის თუ არა პროდუქცია თქვენი კანისთვის შესაფერისი?

 

BB (beauty balm ან blemish balm) კრემი:


1. ატენიანებს კანს.

2. ყველა ტიპის კანისთვისაა.

3. ებრძვის გამონაყარს.

4. აცხრობს ანთებას.

5. ათანაბრებს სახის ფერს.

6. აცილებს პიგმენტურ ლაქებს.

7. შესანიშნავი ფუძეა მაკიაჟისთვის.

8. იცავს კანს მზის სხივებისგან.


მიუხედავად მისი ღირსებებისა, BB კრემი კანის მოვლის ძირითად საშუალებებს ვერ შეგიცვლით, ამიტომ მათზე უარის თქმა არ ღირს.


CC (color control) კრემი


BB და CC კრემის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ BB კრემი ტონალურის გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო CC კრემი გაუმჯობესებული კორექტორია მატონირებელი ეფექტით.


CC (color control) კრემის ძირითადი ამოცანაა სახის ფერის კორექცია, რაც შეეხება სხვა თვისებებს:


1. ებრძვის სახის კანის სიწითლეს.

2. აქვს გაცილებით მსუბუქი სტრუქტურა.

3. შეიცავს სპეციალურ მიკრო ნაწილაკებს, რომლებიც კანს ბრწყინვალებას ანიჭებენ.

CC კრემი არაა რეკომენდირებული ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.


DD კრემი


DD (daily defence - ყოვლდღიური დაცვა) კრემი. მისი მიზანია დაიცვას ჩვენი სახის კანი ისეთი მავნე გარემო ფაქტორებისგან, როგორიცაა მზის რადიაცია, ტოქსინები, გამონაბოლქვი და ა.შ.

არ გამოიყენოთ ჭარბად, რადგან შესაძლოა ფორები დაახშოს და აკნეს პროვოცირება მოახდინოს.

იდეალური ასაკობრივი კრემია. მისი სტრუქტურა გამჭირვალეა, ამიტომ ტონალურის შემცვლელად არ გამოგადგებათ.

 

EE (extra exfoliation) კრემი:


მისი ძირითადი დანიშნულება კანის გაწმენდაა.

1. აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს.

2. იცავს მზისგან.

3. ატენიანებს.

4. ანიჭებს ბრწყინვალებას.

5. ებრძვის ანთებას.


EE კრემის ხშირად ხმარება მიზანშეწონილი არაა. ასევე არ არის რეკომენდებული ნაზი და პრობლემური კანისთვის.


PP კრემი


PP კრემი მრავლისმეტყველი დასახელებით Pink Perfect - ვარდისფერი სრულყოფილება. ბევრისთვის ის ცნობილია, როგორც მაკიაჟის ბაზა. კრემში შემავალი სილიკონის ნაწილები კანს ათანაბრებენ, ამცირებენ ნაოჭებს და ფორებს.

1. რა ფერისაც არ უნდა იყოს კრემი ტუბში, სახეზე წასმისას ის გამჭირვალე და შეუმჩნეველი ხდება.

2. PP კრემის წასმამდე აუცილებლად გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ სახის კანი სხვა სპეციალური საშუალებებით.


3. PP კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენება დამოუკიდებლად, იგი ტონალურის ქვეშ უნდა დაიტანოთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი