logo_geo
კოსმოსურმა ზონდმა „კასინი" უკანასკნელი ფოტოები გადაიღო
- +

11 სექტემბერი. 2017. 01:16


კოსმოსურმა ზონდმა „კასინი" დედამიწას სატურნის თანამგზავრის ენცელადას უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა. Nasa-ს ცნობით, ხომალდი მრავალწლიან მისიას 10 დღეში დაასრულებს.


ავტომატური პლანეტაშორისი სადგური „კასინი" სატურნის შესასწავლად კოსმოსში 1997 წელს გაუშვეს.


„კასინიმ" თავისი სამუშაოს დასკვნითი ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აპრილში სატურნთან მიახლოებამ ზონდს ფრენის ტრაექტორია შეუცვალა და პლანეტა-გიგანტთან შესაჯახებლად მიმართა, რომლის ატმოსფეროშიც ის სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა დაიწვას.


მანამდე კი „კასინი", გაგრძელებული მისიის ფარგლებში, უკვე 7 წელზე მეტია მუშაობს. სწორედ მისი წყალობით მოახერხეს მეცნიერებმა გიგანტ-პლანეტაზე სეზონების ცვლილების დაკვირვება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი