logo_geo
როგორ უნდა გაზარდოთ დოფამინის დონე? - თუ გსურთ, არასოდეს მოიწყინოთ, არ შეგაწუხოთ სტრესმა და დეპრესიამ
- +

19 სექტემბერი. 2017. 23:23



დოფამინს ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. მას ტვინი გამოყოფს და სწორედ დოფამინზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად მხიარულები ვართ, გვაწუხებს თუ არაშფოთვა, დეპრესია და სტრესი. დიდწილად სწორედ დოფამინზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერების ხარისხი, ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.


გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც თქვენს ტვინს უფრო მეტი დოფამინის გამოყოფაში დაეხმარება:


1. მეტი მოძრაობა და ვარჯიში -ადეკვატური ვარჯიში ზრდის ორგანიზმში დოფამინის დონეს, ის გაძლიერებთ ფიზიკურად და გეხმარებათ სტრესის დამარცხებაში.


2. შეეშვით დამოკიდებულებებს - ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულება დოფამინის დონის დაწევას იწვევს. როცა დოფამინის დონე დაბალია, უფრო და უფრო მეტად ხდებით დამოკიდებული კონკრეტულ რამეზე. ამიტომ, როცა შეატყობთ რომ რაიმეზე დამოკიდებული ხდებით, თავს აიძულეთ როგორმე შეეშვათ.


3. დეტოქსიცირება - სხეულში უამრავი ტოქსინი და ბაქტერია გროვდება, რომელიც ხელს უშლის დოფამინის წარმოქმნას, ამიტომ აუცილებელი დეტოქსიცირება.


4. მიიღეთ ტიროზინებით მდიდარი საკვები - დოფამინის გამოყოფისთვის ეს აუცილებელია. იმისთვის, რომ ორგანიზმი ტიროზინით გამდიდრდეს მიირთვით ნუში, ბანანი, შავი შოკოლადი და მწვანე ჩაი.


5. მოუსმინეთ მუსიკას - უფრო მეტი მუსიკა და ამით სიამოვნების მიღება ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას.


6. საკუთარი თავის ორგანიზება - ეს ნიშნავს, რომ ფორმულირებული გქონდეთ საკუთარი მიზნები, დაწერეთ ისინი, ორგანიზებულად ისწრაფეთ მიზნისკენ, დატკბით მიღწევებით. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა ორგანიზმში დოფამინის დონის ასამაღლებლად.


7. იყავით უფრო კრეატიულები - უფრო მეტი შემოქმედებითი აზროვნების უნარი უფრო მეტ წარმატებას და სიხარულს მოგიტანთ.


8. დაკავდით მედიტაციით - ვარჯიში შესანიშნავია, მაგ მას არ შეუძლია მედიტაციის ჩანაცვლება. იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ დოფამინის დონე და შესაბამისად ბედნიერების ხარისხი, აუცილებლად გჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა განტვირთვისთვის და სიმშვიდის მოპოვებისთვის, რაშიც ყველაზე მეტად მედიტაცია დაგეხმარებათ.


9. იყავით შეყვარებული - ნებისმიერი რომანი, სასიყვარულო ურთიერთობა ზრდის დოფამინის დონეს.


10. ნუ იქნებით მორცხვი - იყავით თამამები და გამბედავები, ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და თქვენს ორგანიზმს უფრო მეტი დოფამინისა და ენდორფინის გამოყოფაში დაეხამრება.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი