კოსმოსში შესაძლოა სასტუმრო Marina გაიხსნას. მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა კოსმოსში სასტუმროს მოწყობის პროექტი შეიმუშავეს, საუბარია სასტუმრო - Managed, Reconfigurable, In-space Nodal Assembly (Marina).
პროექტის მიხედვით კოსმოსში სასტუმროს მონტაჟი შესაძლოა 2025 წლისთვის დასრულდეს.
ინჟინრების ჩანაფიქრის მიხედვით, სასტუმრო 8 გასაბერი მოდულისგან შედგება.
სასტუმრო გააერთიანებს ასევე ბარსა და ფიტნეს ცენტრს.
12 დღის განმავლობაში კოსმოსში დასვენება 5 მლნ დოლარი ეღირება.
სასტუმროში კი 20 ადამიანზე იქნება გათვლილი, საიდანაც 4 ადგილი პერსონალისთვის იქნება გათვალისწინებული.