logo_geo
როგორ გავუშვათ ნათესავი სამსახურიდან
- +

24 სექტემბერი. 2017. 23:35


ბევრ დასაქმებულს დიდი დრო არ სჭირდება იმის მიხვედრად, რომ ესა თუ ის თანამშრომელი, მაგალითად, უფროსის დედმამიშვილია, რომელსაც რატომღაც სხვებზე მარტივად გამოსდის საქმე და სხვებზე მეტი ეპატიება. „ის რომ უფროსის შვილი არ იყოს, დიდი ხნის წინ გაუშვებდნენ". იმ დროისათვის, როცა ბიზნეს ლიდერი საბოლოოდ გადაწყვეტს საკუთარი ნათესავის სამსახურიდან გათავისუფლებას, ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ სხვა გამოსავალი ნამდვილად აღარ არსებობს.


დამქირავებელს არასდროს მოუწევს ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სამსახურში აყვანამდე, კანდიდატი შეარჩია შესაფერისი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების და არა ნათესაური კავშირის იყო. თუმცა თუ მოხდა და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ მოგიწიათ ოჯახის წევრის ან ნათესავის გათავისუფლება, გამოსავალი არსებობს: იყავით ობიექტური და კეთილგანწყობილი.


გქონდეთ უკანდასახევი გეგმა

 

თუ თქვენ სამსახურში აგყავთ ოჯახის წევრები, ამისთვის მზად უნდა იყოთ. ქორწინებამდელი შეთანხმებები, ხშირად, ამარტივებს განქორწინების პროცესს. ოჯახურ ბიზნესში, სავარაუდო გათავისუფლებაზე წინასწარ საუბარი სასარგებლოა როგორც ბიზნესის, ისე ოჯახის წევრებთან კარგი პერსონალური ურთიერთობისთვის. ძირითადი საკითხი, ამ თემაზე საუბრისას, არის ის, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიზნესიდან გაუშვებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ოჯახისთვის უმნიშვნელონი არიან და არაფერს წარმოადგენენ. გქონდეთ იმის პერსპექტივა, რომ თქვენ არ ანგრევთ ოჯახს, როცა ბიზნესიდან რომელიმე წევრს ათავისუფლებთ.


ნუ დაელოდებით

 

„რაც უფრო დიდხანს ელოდებით სიტუაციის თავისით გამოსწორებას, მით უფრო უარესდება მდგომარეობა".


„მე მოგეცი ყველა შესაძლებლობა, რომ წარმატებისთვის მიგეღწია", თუმცა „იმედი გამიცრუე" - დიალოგი დედმამიშვილ X დამქირავებელ დასა და Y დაქირავებულ ძმას შორის. თუ Y-ის პრობლემა იყო სამსახურითვის საჭირო გამოცდილების არქონა, ცხადია, მას სჭირდებოდა მეტი ტრენინგი და განვითარების მიღების შესაძლებლობა, მაგრამ თუ საქმე ეხებოდა სამუშაო ეთიკის შეუსრულებლობას, მაშინ X-ს არ უნდა შეექმნა საკუთარი ძმისთვის ისეთი პირობები, რომ მას შეძლებოდა საკუთარი მოვალეობებისთვის გვერდის ავლა. იმ შემთხვევაში კი, თუ Y-ის უნარები არ შეესაბამებოდა პოზიციას, პრობლემა არა კანდიდატში, არამედ შერჩევის პროცესში ყოფილა. საუკეთესო იქნებოდა, რომ X-ს გაეთავისუფლებინა Y სამსახურიდან მაშინვე, როცა ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებდა. არათანაბარი პირობები, შესაძლოა, გამაღიზიანებელი და დემოტივატორი აღმოჩნდეს სხვა თანამშრომლებისთვის. რაც უფრო დიდი დრო სჭირდება იმას, რომ სამუშაოს ვერ ან დაბალი ხარისხით შესრულების გამო, ჭიანურდება ოჯახის წევრის გაშვება, მით უფრო ზიანდება როგორც თვითონ ბიზნესი, ასევე პირადი ურთიერთობებიც.

 

უთხარით სიმართლე, მაგრამ შეარჩიეთ ფორმა

 

„იმის გამო, რომ მიყვარხარ, უნდა გაგიშვა", არის ის, რაც ბოსმა უნდა უთხრას ოჯახის წევრს, როცა სამსახურიდან უშვებს. დამსაქმებლის მხრიდან, კარგი ნაბიჯი იქნება, თუ დაამატებს: „იმის გამო, რომ მიყვარხარ, მინდა, წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში". არ არსებობს ზუსტი რეცეპტი იმისა, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციას ზუსტად მოერგება, მაგრამ გაშვების პროცესის ამ ტონით დაწყება თავიდან აგაცილებთ ტვირთს, რომელიც გამოწვეულია დანაშაულის გრძნობისა და ოჯახის წევრის მიმართ არსებული პასუხისმგებლობებისგან.


შესთავაზეთ დახმარება

 

აჩვენეთ გულწრფელი სურვილი ოჯახის წევრს/ნათესავს, რომ არ გაჩერდნენ იმ ადგილზე, სადაც არ შეუძლიათ, იბრწყინონ. მათი სამსახურიდან დათხოვნის შეტყობინებისას, ფოკუსი გააკეთეთ იმ არჩევანის უფლებაზე, რასაც ახლად მიღებული თავისუფლება უზრუნველყოფს: „ეს სამუშაო არ გაძლევს საშუალებას, რომ შენი რეალური ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინო. მინდა, მოგცე თავისუფლება, რომ იპოვო ის ადგილი, სადაც უკეთ იქნები". ბიზნეს ლიდერი ოჯახის წევრს აძლევს თავისუფლებას, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს სხვა სამუშაო ადგილას.

 

ბიზნესი არის ბიზნესი

 

ნათესავის სამსახურში აყვანა, მისი მართვა და სამსახურიდან დათხოვნაც კი იქნება უფრო ადვილი, თუ თქვენ მუდმივად გამიჯნავთ ბიზნეს საუბრებს ოჯახური დიალოგისგან. ნუ აურევთ ბიზნეს პრობლემებსა და ოჯახის სოციალურ თემებს ერთმანეთში.

 

სამსახურიდან ნათესავის გათავისუფლების აღქმა, როგორც ოჯახის ღალატი

 

"ბიზნეს სკოლები არ ასწავლიან ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან საგანს," - დამქირავებელი X, რომელმაც საკუთარი ძმა - Y გაუშვა სამსახურიდან, - "როცა მე დავითხოვე ჩემი ძმა სამსახურიდან, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემი, კომპანიის დამფუძნებელი, იფიქრებდა, რომ მე მას ვუღალატე. ან იმას, რომ ჩემი სხვა დედმამიშვილები გადაწყვეტდნენ, რომ ჩვენი ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე ოჯახის წევრები".


ოჯახური ბიზნესის ლიდერს სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე კადრის შერჩევის პროცესში, იმის განსაზღვრისთვის, რომ მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი მართლაც შესაფერისია ამ პოზიციისთვის.


ზღვრის დაწესება სამსახურებრივ და ოჯახურ ურთიერთობებს შორის, სამუშაო ეთიკის წინასწარ გაცნობა ოჯახის წევრისთვის, რომ მისი გათავისუფლება ისევეა მოსალოდნელი, როგორც ნებისმიერი სხვა თანამშრომლისა, აგარიდებთ კონფლიქტს საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, ოჯახის წევრ თანამშრომლებსა და სხვა დაქირავებულ მუშებთან.


 

big_banner
არქივი