logo_geo
უხეში შეცდომა, რომელსაც საბჭოთა კავშირის გერბზე 14 წელი ვერ ამჩნევდნენ
- +

27 სექტემბერი. 2017. 18:49

 

 

უფროსი თაობის ადამიანებს ეს სიმბოლოები ათასჯერ აქვთ ნანახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ 1923 წლის 6 ივლისს დამტკიცებულ საბჭოთა კავშირის პირველ გერბში უხეში შეცდომა გაიპარა. 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

საქმე ის გახლავთ, რომ გერბის პირველ ვარიანტში ნამგლის ტარი თავდაყირაა გამოსახული. სინამდვილეში, ნამდვილ ნამგალს ტარის მსხვილი ნაწილი ქვემოთ აქვს მოქცეული, რადგან ასე სამუშაოდ უფრო მოსახერხებელია და არა ისე, როგორც გერბზეა. 

 

 

 

 

 

 




 

 

 

 

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეცდომა არავის შეუმჩნევია, ამიტომ გერბი ისე მიიღეს, როგორც პირველ სურათზე ხედავთ. სწორედ ასე იყო გამოსახული სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საბუთებზე, ფულისა თუ სამკერდე ნიშნებზე. 

შეცდომა მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 1937 წელს შენიშნეს, როცა გერბის ახალი ვარიანტი შეიმუშავეს.

 

 

 

 



 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი