logo_geo
კანიბალიზმის უიშვიათესი შემთხვევა - დედა მაიმუნმა მკვდარი შვილის მუმიფიცირებული სხეული შეჭამა
- +

28 სექტემბერი. 2017. 21:36


ისეთი პრიმატები, როგორებიც არიან ადამიანის მსგავსი მაიმუნები, მაიმუნები და შიმპანზეები ხშირად ზედმეტად ჰგვანან ადამიანებს გარემოსათვის მათ მიერ გაცემულ პასუხებში. მაგალითად, შემჩნეულია, რომ გასაოცრად მგრძნობიარედ გამოხატავენ მწუხარებას, როდესაც მათი ტომის რომელიმე წევრი კვდება.


ცნობილია ისიც, რომ დედა პრიმატები გარკვეული ხნით თან ატარებენ თავიანთ მკვდარ შვილებს; უცნობია, ეს ქცევა მოტივირებულია მწუხარებით თუ უბრალოდ იმით, რომ დედამ შვილის სიკვდილის შესახებ არ იცის. თუმცა ამჯერად, პირველად ისტორიაში, დაფიქსირებულია ფაქტი, რომ ტონკურმა მაკაკამ თავის მკვდარი, მუმიად ქცეული შვილი შეჭამა.


მაკაკამ, სახელად ეველინმა, იტალიაში, პიანო-დელ'აბატინოს ცხოველთა ნაკრძალში იმშობიარა. თუმცა, მისი ჩვილი ოთხ დღეში მოკვდა. პირველი ორი დღე, მაიმუნი განადგურებული იყო, გაუჩერებლად ყვიროდა და საპყრობილის კარზე აბრახუნებდა. 


შემდეგ ყურადღება მან შვილის გვამზე გადაიტანა, აქეთ-იქიდა დაჰქონდა და უვლიდა როგორც ცოცხალს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მის თავსა და სახეს აქცევდა.


„პირველივე კვირაში, გვამი გამოშრა და უკვე მერვე დღეს, ის სრულყოფილ მუმიად იქცა. მეთოთხმეტე დღეს, ჩონჩხმა დანაწევრება დაიწყო", - წერენ მკვლევრები დოკუმენტში. 


„მეორე კვირაში, ეველინს გვამი კვლავ მუცელზე მიკრული დაჰქონდა და მის მოვლასაც აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ არსებობდა კანი და ხორცი, დარჩენილი იყო მხოლოდ ძვლები. მაიმუნს გვამი სულ თან დაჰქონდა, ხან ხელში ეჭირა, ხან პირში და საჩქაროდ იღებდა, თუკი დაუვარდებოდა".


„ჯგუფის წევრი სხვა მაიმუნები ეველინს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და არც მისი პატარას გვამზე შეხებას ცდილობდნენ".


მეცხრამეტე დღეს, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ეველინი გვამის მცირე ნაწილებს ჭამდა. 22-ე დღეს, გვამი მთლიანად დაიშალა და მისი ნაწილები მთელ გალიაში მიმოიფანტა, თუმცა, რომელიმე ნაწილი ეველინს მაინც მუდმივად თან დაჰქონდა პირით ან ხელით.


25-ე დღეს, მაიმუნს უკვე შეჭმული ჰქონდა მთლიანი გვამი, იატაკზე მხოლოდ ერთი ძვალიღა ეგდო.


გარდაცვლილი ნაშიერების შეჭმა პრიმატთა სხვა სახეობებშიცაა შემჩნეული. ასე იქცევიან ბაბუინები, ორანგუტანები, გარეული ბონობოები, იაპონური მაკაკები და რეზუსი მაკაკები. მათი ასეთი საქციელის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.


რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ის მაინც უჩვეულოა, რადგან ტონკური მაკაკა ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ბინადრობს და ძირითადად ხილით იკვებება.


„არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ტონკურ მაკაკაში დაფიქსირებული შვილის კანიბალიზმი გამოწვეული იყო კვებასთან დაკავშირებული ან სოციალური სტრესით და რომ ასეთი საქციელი ნორმალურად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ასეთი ქცევა მაკაკებში იშვიათად ფიქსირდება", - წერენ მკვლევრები.


„შესაძლებელია, რომ კანიბალიზმის დროს, დედა მაიმუნს უკვე დაკარგული ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს მუმიფიცირებული ნარჩენები". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი