logo_geo
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
- +

29 სექტემბერი. 2017. 20:29



სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მარსზე გამგზავრება მხოლოდ დროის საკითხია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც ამ დროს ისმის, შემდეგია - როდესაც იქ ჩავალთ, როგორ ვაპირებთ ცხოვრებას? 


არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მთლიანი ქალაქის მშენებლობით გეგმავს, რომელიც აქ, დედამიწაზე გაშენდება და მაქსიმალურად სიმულირებული იქნება მარსის გარემო პირობები.


ქალაქის მშენებლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფებამ გასულ კვირას, ყოველწმიური შეხვედრაზე დააანონსა; მშენებლობა 136$ მილიონი დაჯდება; შერჩეულია სახელიც - მარსის სამეცნიერო ქალაქი. პროექტი მიეკუთვნება მოჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრის ემირატების მარსის მისიას, რომელიც 2117 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის დაარსებას გეგმავს.


ქალაქი გაშენდება 177 000 კვადრატულ მეტრზე, აშშ-ის კუნძულ ალკატრასის ფართობზე ორჯერ დიდ ტერიტორიაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდმა Twitter-ზე მას „განსაცვიფრებელი ეროვნული პროექტი" უწოდა.


ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა ბიარკე ინგელსმა არაბ მეცნიერებთან და ინჟინრებთან ერთად დააპროექტა და მოიცავს ფუტურისტულ გუმბათოვან ნაგებობათა სერიებს.


შენობებს შიგნით განთავსდება ლაბორატორიები, რომელთა მიზანიც იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ მოხერხდება საკვების, ენერგიისა და წყლის მართვა; მოეწყობა მუზეუმიც, რომელიც მიეძღვნება კაცობრიობის უდიდეს კოსმოსურ მიღწევებს; დუბაის მედია-ოფისის განცხადებით, კედლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქვიშისგან დაამზადებს 3D პრინტერი.


არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რომელსაც ქალაქი ასევე მოაგვარებს. არ იქნება საჭირო ჟანგბადის წარმოება, მოსახლეობა არც იმ რადიაციას მიიღებს, რაც მარსზეა; წითელ პლანეტას არ გააჩნია მაგნიტური ველი, რომელიც მას საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაიცავდა.


მარსის ზედაპირს დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 38% აქვს, ასევე გაცილებით დაბალია მისი საშუალო ტემპერატურა. ლაბორატორიები მოახდენს მარსის გარემოს სიმულაციას, ასევე დაბლოკავს სიცხესა და რადიაციას.


გეგმის მიხედვით, ჯგუფი ქალაქში ერთ წელიწადს იცხოვრებს და შექმნის არასტუმართმოყვარე პლანეტაზე გრძელვადიანი ცხოვრების სტრატეგიას.


„მარსი 2117 გრძელვადიანი პროექტია, რომელშიც ჩვენი უპირველესი მიზანია განვავითაროთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ ჩვენმა შვილებმა სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა სექტორში შესძლონ", - აღნიშნა შეიხ მუჰამედმა. 


„ადამიანთა ამბიციებს საზღვრები არ აქვს და ვინც კი ამ საუკუნის სამეცნიერო გარღვევებს უყურებს, სჯერა, რომ ადამიანთა შესაძლებლობებს შეუძლია ყველაზე საოცარ ოცნებათა რეალიზება".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი