logo_geo
„გოგონა-აქლემი“ - ელა ჰარპერის ნამდვილი ისტორია
- +

1 ოქტომბერი. 2017. 18:57

 

 

ელა 1870 წელს, ტენესის შტატში (აშშ) დაიბადა, ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც მისი მუხლები სხვა მხარეს იყო ამოტრიალებული. სიარული მხოლოდ ოთხ კიდურზე შეეძლო. ეს კი ნიშნავდა, რომ მისი ბედი უკვე თავიდანვე იყო გაწერილი - ელა ცირკში მოხვდა.

ელა უილიამ და მინერვა ჰარპერების ოჯახში დაიბადა. წყვილს უკვე ჰყავდა 4 შვილი. ელა ტყუპ ძმასთან ერთად მოევლინა სამყაროს. 
მშობლებმა უმალვე შენიშნეს, რომ გოგონას რაღაც სჭირდა. დააავადებას მუხლის სახსრების რეკურვაცია ეწოდება. სამწუხაროდ, ადამიანები, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, ვერტიკალურ მდგომარეობაში ვერ მოძრაობენ და ოთხზე უწევთ გადაადგილება: ხელისგულებითა და ტერფებით იატაკზე.



ეჭვგარეშე იყო - ასეთი დეფექტით ელა ცირკში უნდა წასულიყო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ცირკმა მისცა მას ცხოვრებისეული სტარტი. 12 წლის ასაკში მან ქვეყნის გარშემო გასტროლებზე დაიწყო სიარული შოუთი Harris' Nickle Plate, სადაც არა მხოლოდ აკრობატები და სპილოები გამოდიოდნენ, არამედ უჩვეულო გარეგნობის მქონე ადამიანებიც. ელას კვირაში 200$-ს უხდიდნენ, რაც დღევანდელ 5000$-ს უდრის. უზარმაზარი თანხაა!

გასტროლების დროს ელამ მეტსახელი „გოგონა-აქლემი“ მიიღო. ასე უწოდებდნენ მას მაყურებლები, სარეკლამო პლაკატებზეც სწორედ ეს სახელი იყო გამოსახული. მასზე წერდნენ, როგორც მომხიბვლელ გოგონაზე, რომელსაც სხეულის ნაწილები და სიარულის მანერა აქლემს მიუგავს. ელას ხელს უწყობდა ისიც, რომ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა: ლამაზი სახისა და უჩვეულო სიარულის მანერა საოცარ კონტრასტს ქმნიდა და ყურადღებას იპყრობდა. 



1886 წელს ელამ ცნობილი ფოტოგრაფის, ჩარლზ ეიზენმანის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. დღეს ეს ფოტოები გახლავთ ელას უკანასკნელი ყველაზე ცნობილი გამოსახულებები. მოგვიანებით, როდესაც ელა დაიღალა მოგზაურობით, დატოვა შოუ, ამასთან, საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავა. „გოგონა-აქლემს მიწოდებდნენ, რადგან მუხლი სხვა მხარეს მაქვს ამობრუნებული. ბევრი ვიმოგზაურე ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა ვაპირებ დავტოვო შოუბიზნესი და სკოლაში წავიდე. საქმიანობის შეცვლა მსურს“ - აცხადებდა ელა. 



1903 წელს ელა 

დედასთან ერთად ნეშვილში, შტატის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. 2 წლის შემდეგ მოულოდნელად გაჰყვა ცოლად სკოლის მასწავლებელს, რობერტ სეივლის. მალე მათ ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ საუბედუროდ, ის გარდაიცვალა. მაშინ წყვილმა ბავშვთა თავშესაფრიდან აიყვანა გოგონა, სახელად ჯუელი, მაგრამ მშობლებს აქაც არ გაუმართლათ - ბავშვი 3 თვის ასაკში გარდაიცვალა.



1921 წელს კი თავად ელა გარდაიცვალა - მსხვილი ნაწლავის კიბოთი. ელა ნეშვილში დაკრძალეს თავისი შვილების გვერდით.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი