logo_geo
დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი იყო
- +

2 ოქტომბერი. 2017. 19:53


დედამიწაზე 28 სექტემბერს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი იყო. Spaceweather.com-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ დედამიწა მზის ქარიშხლის უძლიერეს ნაკადში მოხვდა.


სპეციალისტების ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხლის დონე G2 კატეგორიას უტოლდება. ოკეანური და ატმოსფერული ეროვნული სამმართველოს ცნობით, 60-80%-ის ალბათობით, მაგნიტური ქარიშხალი უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.


13-14 სექტემბერს, მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო 20 წლის განმავლობაში დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი