logo_geo
ქიმიაში ნობელის პრემია ბიოლოგიური ნიმუშების მომენტალური გაყინვისთვის გაიცა
- +

4 ოქტომბერი. 2017. 15:03


2017 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ჟაკ დიუბოშს, ხოაკიმ ფრანკს და რიჩარდ ჰენდერსონს გადაეცათ კრიოელექტრონული მიკროსკოპიის შექმნისთვის, რომელიც ბიოლოგიური ნიმუშების შესწავლის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ დღეს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გამოაცხადა.


კრიოელექტრონული მიკროსკოპია მოლეკულების კვლევის საშუალებას მათი გაყინვის მეთოდით იძლევა. ამასთან, მოლეკულების ბუნებრივი სტრუქტურა შენარჩუნებულია.


3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბარიშს და კიპ თორნს, LIGO-ს დეტექტორით გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის გადასცეს.


მანამდე, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2017 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები პროფესორი ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როზბაშუ და მაიკლ იანგი გახდნენ, რომლებმაც ადამიანის სხეულის ცირკადული რიტმის, ე.წ. უჯრედული საათების, მოლეკულური მექანიზმი შეისწავლეს.


2017 წლის ნობელის პრემიის ოდენობა 9 მილიონი შვედური კრონია, რაც 1,1 მილიონ დოლარს უტოლდება.


 

 

 

 

big_banner
არქივი