logo_geo
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
- +

4 ოქტომბერი. 2017. 21:55


სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 - 4,5 მილიარდი წლის წინ, მას შემდეგ, რაც პატარა ტბორებში ჩაცვენილმა მეტეორიტებმა გარემო აუცილებელი ელემენტებით გაამდიდრა - ამბობენ კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერები. მათი გათვლების მიხედვით, სველმა და მშრალმა ციკლებმა უზრუნველყო, რომ ტბორების საკვებით მდიდარ „წვნიანში" მოლეკულური ბლოკების მშენებლობა გადაზრდილიყო რნმ-ის თვითგამრავლებად მოლეკულებად, რომლებმაც საფუძველი დაუდეს სიცოცხლის პირველ გენეტიკურ კოდს პლანეტაზე.


მკვლევართა მსგავსი დასკვნების საფუძველი გახდა ასტროფიზიკის, გეოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა დისციპლინათა ასპექტებზე დამყარებული ამომწურავი კვლევები და დასკვნები. „პატარა თბილი ტბორების" კონცეპტი ჯერ კიდე დარვინის დროიდან განიხილება; თუმცა ამჯერად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მრავალი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ეს შესაძლებლობა დაამტკიცეს.


კვლევის ავტორები, მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევრები - ბენ პირსი და რალფ პუდრიცი აცხადებენ, რომ როგორც არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, სიცოცხლე წარმოიშვა მაშინ, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ფორმას იღებდა, კონტინენტები ოკეანეებისგან გამოიყოფოდა, პლანეტას კოკისპირულად ეცემოდა მეტეორიტები, რომელთა შორის იყო სწორედ ისინი, რომლებსაც თან მოჰქონდათ სიცოცხლისათვის საჭირო ნივთიერებები; ამ დროს არ არსებობდა არც ოზონის შრე, რომელიც დედამიწას მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავდა. 


„მსგავსი გათვლა აქამდე არავის ჩაუტარებია. საკმაოდ დიდი და ამაღელვებელი დასაწყისია.


იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დარგში ძალიან ბევრი მონაცემი დაგროვდა, საოცარია ყველა მათგანის თავმოყრა. თითოეულ ნაბიჯს ძალიან ბუნებრივად მივყავართ შემდეგთან; ყველა მათგანის ქონას კი მივყავართ ბოლო ნათელ სურათთან, რომელიც ამის შესახებ რაღაც გარკვეულ სიმართლეს ამბობს", - აღნიშნავს პირსი.


კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა. ნაშრომში  წვლილი ასევე მიუძღვით მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებს -დიმიტრი სემიონოვსა და თომას ჰენინგს.


„იმისათვის, რომ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ გავიგოთ, საჭიროა შევისწავლოთ დედამიწა ისეთი, როგორიც ის მილიარდობით წლის წინ იყო. როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, ასტრონომია ამ კითხვაზე პასუხის სასიცოცხლო ნაწილს უზრუნველყოფს. მზის სისტემის ფორმირების დეტალები პირდაპირ თანმიმდევრობაშია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან", - ამბობს კვლევის თანაავტორი, მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი თომას ჰენინგი.


ავტორის თქმით, სიცოცხლის ნაპერწკალი იყო რნმ-ის პოლიმერების შექმნა: ნუკლეოტიდების ძირითად კომპონენტები, რომლებიც მეტეორიტების მიერა მოტანილი; როდესაც ტბორების წყალში მათ საკმარის კონცენტრაციას მიაღწიეს და ნალექების ციკლების კვალდაკვალ, წყლის დონის შემცირებისა და კვლავ აწევისას, აორთქლებისა და ისევ შევსებისას - ერთმანეთთან შეერთება დაიწყეს. დოკუმენტის მიხედვით, მათი ერთმანეთთან შეერთებისათვის აუცილებელი იყო სველ და მშრალ კონდიციათა კომბინაცია.


მეცნიერებს სჯერათ, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, ამ ჯაჭვში ხელსაყრელი პირობები ფერხდებოდა და საკუთარ თავს სპონტანურად ანაცვლებდა დასაბამს უდებდა გარემოს შესაფერის სხვა ნუკლეოტიდებს, რითაც აკმაყოფილებდა სიცოცხლის განსაზღვრების ერთ პირობას. ეს პოლიმერები არასრული იყო და უნარი ჰქონდათ გაუმჯობესებულიყვნენ დარვინის ევოლუციის გზით, რათა დაეკმაყოფილებინათ სხვა გარემო.


„ეს გახლავთ სიცოცხლის წარმოშობის ქიმიის წმინდა გრაალი", - ამბობს პირსი.


სიცოცხლის ამ ჩანასახოვან ფორმას დასაბამი უნდა მიეცა დნმ-ის თანდათანობით განვითარებისათვის - სიცოცხლის უფრო მაღალი ფორმების გენეტიკური პროექტისთვის, რომელიც უფრო მოგვიანებით წარმოიშვა.  დნმ-ის წარმოქმნამდე, დედამიწაზე მხოლოდ რნმ-ზე დაფუძნებული სიცოცხლე უნდა ყოფილიყო.


„დნმ ზედმეტად კომპლექსურია და შეუძლებელია, რომ ის სიცოცხლის წარმოშობის პირველი ასპექტი ყოფილიყო. სიცოცხლე რაღაც სხვისგან უნდა დაწყებულიყო და ეს სხვა რნმ-ია".


როგორც მკვლევართა გათვლები აჩვენებს, საჭირო პირობები წარმოდგენილი იყო ათასობით ტბორში და სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვანძო კომბინაციები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში აქ უფრო უნდა შესულიყვნენ, ვიდრე ჰიდროთერმულ ღრმულებში. ამჟამად არსებული წამყვანი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე სწორედ ოკეანეთა სიღრმეებში, ამღვრეულ ნაპრალებში წარმოიშვა, სადაც სასიცოცხლო ელემენტები ერთად დაჯგუფდნენ ცხელი წყლის ნაკადებში. ახალი კვლევის ავტორთა თქმით, დიდი ალბათობით, ასეთ გარემოში სიცოცხლე ვერ აღმოცენდებოდა, რადგან რნმ-ის წარმოქმნისათვის აუცილებელი შეერთება მოითხოვს როგორც სველ, ისე მშრალ ციკლებს.


გარდა ამისა, ახალმა კვლევამ გამორიცხა კოსმოსური მტვერი, რომელიც ხშირად ასევე მიიჩნევა სიცოცხლის წარმომქმნელი ნუკლეოტიდების წყაროდ. მართალია, ამ მტვერს ნამდვილად მოაქვს საჭირო ნივთიერებები, მაგრამ როგორც მკვლევრებმა განსაზღვრეს, დედამიწის ზედაპირზე მათ სიცოცხლისათვის აუცილებელი კონცენტრაციით ვერ ლექავს. იმ დროს, როდესაც მზის სისტემაში სიცოცხლე აღმოცენდა, მეტეორიტები გაცილებით ხშირი უნდა ყოფილიყო, ისინი აუცილებლად ჩაცვივდებოდა დედამიწაზე არსებულ ათასობოთ გუბურაშიც და თან მოიტანდნენ სიცოცხლის დასაწყებად საჭირო ნივთიერებებს. მომავალ წელს, პირსი და პუდრიცი თავიანთ თეორიის გატესტვას გეგმავენ, როდესაც მაკმასტერის უნივერსიტეტში გაიხსნება სიცოცხლის წარმოშობის ლაბორატორია, რომელშიც შექმნიან სიცოცხლემდელ პირობებს მარილიან გარემოში.


„ძალიან ვღელავთ, რადგან შეგვიძლია ლაბორატორიაში შევამოწმოთ თეორია, რომელიც მრავალ კვანძს აერთიანებს და გვთავაზობს თვალნათელ პროგნოზებსა და მოსაზრებებს", - ამბობს პუდრიცი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი