logo_geo
„ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!“ - ანჩისხატის ტაძრის დეკანოზის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე
- +

10 დეკემბერი. 2016. 00:25



ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, მამა რევაზი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიაზე  ერთ მოგონებას იხსენებს:

 

„მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემს გვერდით, 12-13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება, - რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევა - ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ „კ.გ.ბ." -ში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათ „დამნაშავესთან", მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია - ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!"


 

 

 

big_banner
არქივი