logo_geo
როგორ შეაშინა სტალინმა ამერიკის პრეზიდენტი?
- +

16 ოქტომბერი. 2017. 19:25


-ერთხელ, ერთმა ძალიან ცნობილმა ნახევრად პორნომიმართულების ამერიკულმა ჟურნალმა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატია გამოაქვეყნა სტალინზე. ამ ჟურნალის ნომერმა მოლოტოვამდე მიაღწია, მაგრამ სტალინისთვის თქმა ვერ გაუბედავს. „ბელადმა დამიბარა, წარბშეკრული დამხვდა, ჟურნალი მაგიდაზე დააგდო, უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა... ვუთხარი, თქმა ვერ გაგიბედეთ-მეთქი, ბერიაც იქვე იჯდა, მეგონა, უკანასკნელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ბელადმა წერილი მომაწოდა და მკაცრად მითხრა, ხვალვე ეს წერილი ტრუმენის მაგიდაზე იდოსო... წაკითხვაც ვერ გავბედე".


ეს წერილი დღემდე ამერიკის სპეცარქივებში ინახება, არ ასაჯაროებენ.


რამდენიმე დღის შემდეგ ნიუ-იორკში, სადაც ჟურნალის რედაქციები მდებარეობდა, ყველა ოფისი დაიწვა, დამნაშავეები ვერ იპოვეს.

სპეცსამსახურებმა კი თითქმის სრულად მოახერხეს იმ ნომრის მოსახლეობიდან ამოღება და განადგურება პროსაბჭოთა ქვეყნებში.


ჟურნალისტი, კარიკატურისტი და ფსიქოლოგიის პროფესორი ჰანცი მოულოდნელად გაქრნენ,  მხოლოდ სტალინის გარდაცვალებიდან დიდი ხნის მერე გაირკვა, რომ სამივენი ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალნენ, რაც საბჭოთა დაზვერვის ძალისხმევის შედეგი იყო.


ნიშანდობლივია ის, რომ მსოფლიოს სხვა გამოცემას ბელადის სიცოცხლეში მსგავსი სისაძაგლე აღარ დაუბეჭდავს.




წყარო - npa.ge

big_banner
არქივი