logo_geo
მზესთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთან პლანეტარული სისტემა იპოვეს
- +

3 ნოემბერი. 2017. 22:46



ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა ტელესკოპი ALMA (Atacama Large Millimeter Array)-ს საშუალებით, აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ პროქსიმა კენტავრის მახლობლად, არსებობს პლანეტარული სისტემა და ასტეროიდების სარტყელი. კვლევას ვრცლად ჟურნალი Astrophysical Journal Letters აქვეყნებს.


პროქსიმა კენტავრი მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. იგი მკრთალი წითელი ჯუჯაა ჩვენგან ოთხი სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის ცის კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მის გარშემო მოძრაობს დედამიწისხელა ზომიერი პლანეტა პროქსიმა b, რომელიც 2016 წელს აღმოაჩინეს და წარმოადგენს  მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს არსებულ პლანეტას.


ALMA-ს ახალმა დაკვირვებებმა, ვარსკვლავის გარშემო არსებული ცივი კოსმოსური მტვრიდან გამოყოფილი გამოსხივება დააფიქსირა.

 

„პროქსიმას გარსშემორტყმული მტვერი მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის ჯგუფის კლდოვანი პლანეტა პროქსიმა b-ს აღმოჩენის შემდეგ, ეს გახლავთ დახვეწილი პლანეტარული სისტემის არსებობის პირველი მიმანიშნებელი; როგორც ჩანს, ჩვენი მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ პლანეტას არ მალავს", - ამბობს კვლევის ავტორი, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი გილემ ანგლადა.


"პირველადი შედეგები გვიჩვენებს, რომ ALMA-ს შეუძლია მტვრის სტრუქტურების დაფიქსირება პროქსიმა კენტავრის გარშემო. დამატებითი კვლევები პროქსიმას პლანეტარული სისტემის უფრო დეტალურ სურათს მოგვცემს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი